პარასკევი, ივლისი 18, 2025

ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი – 3000 ლარით დაჯარიმდება

ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით დაჯარიმდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას ქართული ანბანის გამოუყენებლობაზე. ამაზე ვისაუბრეთ, გასული ვიყავით კონკრეტულ ადგილებზე. ზოგადად ეს პრობლემაა ქალაქში. არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მინდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვთხოვო, ბატონო გიორგი, 1-ელ აპრილამდე მიეცით გონივრული ვადა ყველას, რომ ეს პრობლემა იქნას გამოსწორებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1-ელი აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. კანონში შეგვაქვს ცვლილებები, დღეის მდგომარეობით ფიზიკურ პირი ჯარიმდება 200 ლარით და იურიდიული პირი – 300 ლარით, ცვლილებების შედეგად, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით და იურიდიული პირი – 3000 ლარით. ეს არის ის მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა მოწერიგდეს ეს საკითხი. არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს და დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი და მერე სხვას მოვთხოვოთ პატივისცემა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მთავარია, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით

ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან.„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თქვენ, გარდა ამ პირობებისა, ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებასთან, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან. ამას ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და საზოგადოება აფასებს. მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით; ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ, ბრიუსელის მითითებებით რომ გვემოქმედა, დანგრეული ქვეყანა...

ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არავინ დააყენებს.„ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ როცა 2021 წელს მოლდოვა 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა „კოვიდით“ გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით.მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვისაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა.ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.მაშ, რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდით ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით.ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულწრფელ სურვილს, რომ დონალდ ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „დიფ სთეითი“.„რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში აშშ-ს  როლს – ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებასდიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა დიპ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისიმიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ევროპისა და რუსეთის ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს.ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპ სტეიტი, იგივე გლობალური ომის პარტია, დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„როიტერი” – საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს განუცხადეს, რომ სურთ თეირანმა დაუყოვნებლივ განაახლოს დიპლომატია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ და გააფრთხილეს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, ისინი აღადგენენ გაერო-ს სანქციებს.საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან. ზარის შემდეგ, ფრანგი დიპლომატიური წყაროს განცხადებით, მინისტრებმა ირანს მოუწოდეს დაუყოვნებლივ განეახლებინა დიპლომატიური ძალისხმევა ხანგრძლივი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.წყარომ არ განმარტა, რა იგულისხმებოდა კონკრეტულ პროგრესში. დიპლომატები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაშიც კი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა აგვისტოს ბოლომდე არარეალისტურია.

მოგეკითხებათ!  მოსამართლე ხარ თუ ჯალათი?

მოგეკითხებათ!  მოსამართლე ხარ თუ ჯალათი? -პერფორმანსი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მოსამართლის განმარტებით, განაჩენი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლის სტანდარტს, არ იყო მარტივი საქმე, რომელსაც განაჩენში უნდა გაეცეს პასუხი.ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებითაც.ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები