ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო, ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა – ქადაგიშვილი

Read Time:41 Second

ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო, ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ შანტაჟში არავის არ უნდა შეყვეს და აყვეს, საკუთარი გასაკეთებელი საქმე აკეთოს.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რიტორიკა გაიზრდება. ამ რიტორიკის მიზანია ქართველი ხალხის დაშანტაჟება. ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო. ამ შანტაჟში არ უნდა შევყვეთ და გავყვეთ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უნდა გავაკეთოთ. არჩევნების შემდეგ კი, ყველა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაზეც საქართველო არის და ჩვენთან ურთიერთობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. მათი მხრიდან ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next post ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო – რატი იონათამიშვილი პროკურორობის კანდიდატებზე