პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

ფსიქოლოგების კვლევით ,,სელფი” აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია

აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) ოფიციალურად დაადასტურა, რომ საკუთარი თავის გამუდმებული ფოტოგრაფირება, ანუ სელფის გადაღება ფსიქიკურ აშლილობაზე მეტყველებს, იუწყება გამოცემა The Telegraph-ი.

აშლილობა, რომელსაც Selfitis ეწოდა, განიმარტება შემდეგნაირად:

აბსესიურ-კომპულსიური სურვილი საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღებისა და მისი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისა, რათა ამ გზით შეივსოს საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და ასევე ურთიერთობების უკმარისობა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კლასიფიკაციით, ახალი ტიპის აშლილობაში სამი ტიპი გამოიყოფა:

მოწესრიგებული სელფისტები – როდესაც ადამიანი დღეში, სულ ცოტა, სამჯერ მაინც იღებს ფოტოს, ოღონდ სოციალურ ქსელში არ აქვეყნებს;მწვავე სელფისტები – როდესაც ადამიანი ყოველდღიურად სამჯერ მაინც იღებს ფოტოს და ყველა მათგანს აქვეყნებს სოციალურ ქსელში;ქრონიკული სელფისტები – ადამიანები, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში საკუთარი თავის ფოტოგრაფირების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ და, სულ ცოტა, დღეში ექვსჯერ მაინც აქვეყნებენ ფოტოებს სოციალურ ქსელებში.

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ასევე სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობად შერაცხეს სპორტდარბაზებში თუ დილის გარბენების დროს გადაღებული ფოტოების პუბლიკაცია. მათი აზრით, ეს პიროვნების ნარცისისტულ გადახრებზე მიანიშნებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი“ – რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში მავნე და ძალადობრივ ბანაკში აგზავნის

რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში „მავნე და ძალადობრივ“ ბანაკში აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევში დაფუძნებული „ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი“ ავრცელებს.ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების ჩრდილოეთ კორეის ბანაკში გაგზავნის რამდენიმე შემთხვევა დადასტურებულია.„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა, რომელიც უკრაინელი ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეაში გადაყვანას ეხება. ასევე არის ნახსენები სხვა ბავშვების შესახებ, მათ შორის ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბანაკში წასაყვანად შესარჩევ კონკურსში“, – წერს ცენტრის იურიდიული ექსპერტი კატერინა რაშევსკა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, არჩევნების შემდეგ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის...

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს.„არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „პოლიტიკოსთვის“ იცემულ ინტერვიუში.ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა „ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტებთან და „ეს ასეა დღესაც“. თუმცა, მისი თქმით, ევროპამ ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გაამახვილოს და არა სხვებთან შედარებაზე.„მთელი გულით მე დარწმუნებული ტრანსატლანტიკოსი ვარ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროკავშირი ვართ, რომ შევხედოთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცვლებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე? მოდით, ვიმუშაოთ ამაზე. მოდით, ვიამაყოთ ამით. მოდით, დავუჭიროთ მხარი გაერთიანებულ ევროპას. ეს ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ შექმნილი ერების ჯგუფი უწოდა.

გიორგი ვოლსკი „ალდეზე“: იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის განცხადება შეაფასა. მას არ უკვირს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ალდეს“ განცხადებაში მოხვდა.საქმე ეხება „ალდეს“ განცხადებას, სადაც ალეკო ელისაშვილის ქმედებას მიუღებელი უწოდეს და ხელისუფლება მომიტინგეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს.„არც ისაა გასაკვირი, BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუე „ალდეს“ ამ კომენტარშიც ფიგურირებდეს. ფაქტია, იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება, მაგრამ გაცილებით უფრო დიდია დანაშაული, საფრთხე და ამ საფრთხეს არა თუ მხოლოდ ახალისებენ, არამედ თვითონვე ქმნიან იმ სცენარს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არაერთხელ ვიხილეთ. ელისაშვილის ქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებს ვოლსკი.

რობერტ ფიცო – არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკომისიის წინადადებას არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს. კერძოდ, ევროკომისიის წინადადება შეეხება გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის სესხის გამოყოფას.რობერტ ფიცოს თქმით, ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა.„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება უბრალოდ უაზრო მკვლელობაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერების გარეშე. არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, არიან დაშავებულები

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია.იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო.იაპონიის ხელისუფლების ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, აომორის პრეფექტურის ქალაქ ჰაჩინოჰემთან ახლოს 20 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.ოფიციალურმა პირები მოსახლეობას სიფხიზლისა და მაღალმთიან ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ბოლო სიახლეები