საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან.
დღესვე, მამუკა ბახტაძე დაესწრება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ ორგანიზებულ ღია ბიუჯეტის კვლევების შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციას, სადაც ფინანსთა მინისტრს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს პანელურ დისკუსიაში.