ორშაბათი, აპრილი 20, 2026

“უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!” – ნოე სულაბერიძეს დედა დაეღუპა

“დღეს დავკარგეთ უძვირფასესი ქალბატონი, კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი…
ჩემო ნოე, იშვიათად მინახავს ასეთი დედა-შვილობა, შენი მწუხარების მოზიარე ვარ, მეგობარო”… – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მომღერალი ანრი ჯოხაძე.
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ანრი ჯოხაძის პოსტს შემდეგ კომენტარს უწერს: “როგორ დამწყდა გული… მაინც იმედი მქონდა ბოლომდე. ვიზიარებ ნოეს ტკივილს. სულ სხვანაირი გავიცანი იმ დღეებში. საოცარი შვილი ყოფილა”…

ყველას კარგად ახსოვს ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა 3 მარტს, დედის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში, რომელმაც ბევრი შეძრა:
– ამ გადაცემისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით, გვინდოდა გ

ამორჩეული დღე მოგვეწყო ჩვენი დედებისთვის, ამ შემთხვევაში მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა, რადგანაც დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება… დღეს დედაჩემზე მოგიყვებით: მე დედისერთა ვარ! მამაჩემი 15 წლის, რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, და მუსიკის გარდა ყველა საქმიანობაში გამოუცდელ ლილის ძალიან ბევრი რამის აღება მუწია საკუთარ მხრებზე.
ლილი კომოზიტორია შავერზაშვილების ცნობილი დინასტიიდან, ახალგაზრდა ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო გამოჩენილი კომპოზიტორების – დავით თორაძის და იონა ტუსკიას მოწაფე. მისი ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ დედაჩემია, ის უბრალოდ ძალიან მზრუნველი და კეთლია, ნიჭიერი და განათლებული… ზევით ტყუილად არ მიხსენებია ჩემი დედისერთობა, საკუთარი დედისერთობა. ეს ნ

ამდვილად სინდრომია ამ სიტყვის ყველაზე კეთილი და პოზიტიური გაგებით. ჩემმა დაბადებამ ლილის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა და პირველივე დღიდან ჩემზე გახდა ორიენტირებული. ამ გადმოსახედიდან, ლილი, მინდა, შენ მე დიდი მადლობა გითხრა, იმისთვის, რაც მე ცხოვრებაში მომეცი. თუნდაც მაიძულე, რომ გამეკეთებინა და მესწავლა. ყველაფერი იმაზე მეტად გამომადგა, ვიდრე როდესმე ამას წარმოვიდგენდი. ბოდიშს გიხდი იმისთვის, რომ მამაკაცისთვის დამახასიათებელი სიხისტე ხელს მიშლიდა, ის სითბო გამომეხატა, რომელსაც შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმსახურებდი. უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე გრიგოლი – საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია, ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში – ძალიან ამძიმებს ვითარებას ის...

საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია - ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა აღავლინა და იქადაგა.როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ვითარებას ამძიმებს მედია-სივრცეში გავრცელებული მოუსვენრობა და სულსწრაფი შეფასებები. მისივე თქმით, არსებული ფონი საჭიროებს მეტ სიფრთხილეს.„საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია - ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში. ძალიან ამძიმებს ამ ვითარებას ის მოუსვენრობა და სულსწრაფობა რაც ისმის, რაც იხილება მედია-სივრცეში. ის ძალადობრივი მოწოდებები, რომელიც ძალადობს ადამიანის გონიერებაზე, მის ცნობიერებაზე. თვით მღვდელმთავართა მიმართ ჭკუის სწავლება, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მისცენ ხმა, ყველამ ყველაფერი იცის ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი დაარიგონ როგორ უნდა მოიქცნენ“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა.მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ ეკლესია და საზოგადოება ისტორიული მნიშვნელობის პროცესის წინაშე დგანან და აუცილებელია, ეს პერიოდი მაქსიმალური გონიერებითა და პასუხისმგებლობით გადაილახოს.„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს გამოცდა ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ. დიდია განსხვავება 1977 წელსა და 2026 წელს შორის. ჩვენ საპატრიარქო არჩევნების გამოცდილება არ გვაქვს, იმ თაობას, ვინც დღეს ვცხოვრობთ და პირველი არჩევნებია, როდესაც დიდი მონაკვეთის შემდგომ უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თავისუფალი საქართველოს პირობებში. აი, იმ ვითარებაში, როცა აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები, სწრაფვა და შეხედულება აქვს დამოუკიდებელ საქართველოს განსხვავებით საბჭოთა საქართველოსაგან. ძალიან დიდი გონიერება გვმართებს, ძალიან დიდი სიფრთხილე, დაფიქრება. დღევანდელი საქართველო სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას და თუ ხაზგასმით აღვნიშნავ საქართველოსთვის ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში, რეალურ გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოება ერთმორწმუნეა თუ ფართოსპექტრიანი, რელიგიური თუ სხვადასხვა ინტერესების თვალსაზრისით ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და შესაბამისად, ყველა ფიქრობს და ყველას აწუხებს ეს თემა. დიდი მოლოდინია ამის მიმართ, ამიტომ ამ საზოგადოებასაც პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ მათ მოლოდინებს და ყოველგვარ მანიპულაციას ყველამ უნდა დაანებოს თავი, ეს არის სიმახინჯე მეტი არაფერი“, - თქვა მეუფე გრიგოლმა.მიტროპოლიტი გრიგოლი ხაზს უსვამს, რომ ეკლესიამ უნდა მისცეს მაგალითი საზოგადოებას, თუ როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები ღირსეულ და კულტურულ გარემოში და როგორ უნდა იქნას აღიარებული მისი შედეგები. მისივე თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტია ქრისტესმიერი მშვიდობა, მოთმინება და ერთიანობის შენარჩუნება.„მე ვფიქრობ ეკლესია მაგალითს მიცემს თვით ერს, ჩვენ საზოგადოებას როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და დასრულებული არჩევნების შედეგები როგორ იქნას აღიარებული. ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა, ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული ამ ტაძრის გუმბათ ქვეშ და იმ დიდი გუმბათქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია, რასაც ქართული მიწა ჰქვია, რის მიმართაც ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოთმინებით, ჩვენი ლოცვით რა თქმა უნდა ყველაფერს ღირსეულად გავივლით, ჩავაბარებთ ამ გამოცდას“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ენერგეტიკული კრიზისის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს

ენერგეტიკული კრიზისის გამო გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს იწვევს. მერცმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას უახლოეს მომავალში გეგმავს, რათა ქვეყანაში ენერგეტიკისა და საწვავის მიწოდების მდგომარეობა განიხილონ.მისივე თქმით, მთავარი მიზანია ისეთი აუცილებელი საწვავის, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და თვითმფრინავის საწვავი, საიმედო მარაგის უზრუნველყოფა.„ვითარება დაძაბულია, თუმცა მომარაგება უზრუნველყოფილია. თუ პირობები გაუარესდება, მზად ვართ, შესაბამისი ზომები მივიღოთ“, – განაცხადა მერცმა.მერცმა აღნიშნა, რომ მომარაგების ჯაჭვების შენარჩუნება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და ხელისუფლება სტაბილურობის შესანარჩუნებლად „ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს“ გამოიყენებს.ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გასულ წელს მერცის კოალიციურმა მთავრობამ შექმნა, კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისთვის არის განკუთვნილი. მის შემადგენლობაში შედიან ფედერალური მთავრობისა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები.

ვრცელდება მრევლის პირველი კადრები, როცა ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაკარაშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 19 აპრილს იპოვეს.მრევლის ინფორმაციით, ბერის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გადაასვენეს და ამ დროისთვის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული. ცხედრის გადასვენების პროცესს ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შეკრებილი მოქალაქეები ბერის ცხედართან მიახლოებას ითხოვდნენ.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ბერი ნიკოლოზ მაკარაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. მისი მიმდევრები ხშირად იკრიბებოდნენ საცხოვრებელთან და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბერისგან კურთხევის მისაღებად სადარბაზოში დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც მრევლისა და მაშველების ბინაში შესვლის პირველი კადრები. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ, შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ, უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია

სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ. უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ არჩევნებში დამარცხდნენ, რადგან საკუთარი კამპანია უკრაინის მიმართ სიძულვილზე ააგეს.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვება სიძულვილზე დაყრდნობით გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.„ეს ბევრჯერ მითქვამს და ბევრი ლიდერი არ მეთანხმებოდა. სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება, ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ. უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორბანის მთავრობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობდა მაშინაც კი, როდესაც, ზელენსკის თქმით, ორბანი მის წინააღმდეგ სიძულვილის შემცველ ბილბორდებს აკრავდა.„მე ვამბობდი, რომ უკრაინელი ხალხის არჩევანს წარმოვადგენ. ჩემდამი სიძულვილი უკრაინელების მიმართ სიძულვილის პროექციაა. მან თავისი კამპანია უკრაინელების მიმართ სიძულვილზე ააგო, ხოლო უნგრელებმა აჩვენეს: ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ენბისი ნიუსის“ გამოკითხვის მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა

„ენბისი ნიუსის“ ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა. კვლევა, რომელიც 30 მარტიდან 13 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, აჩვენებს, რომ გამოკითხული ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 37%-ს მოსწონს დონალდ ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის თანამდებობაზე.ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი ტრამპის საქმიანობას მკაცრად უარყოფითად აფასებს, ხოლო საერთო ჯამში მისი საქმიანობა 63%-ს არ მოსწონს. ეს მაჩვენებელი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალია.გამოკითხულთა ორი მესამედი უარყოფითად აფასებს ტრამპის მოქმედებებს როგორც ინფლაციის, ისე ირანთან ომის მიმართულებით.გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორ გზაზეა.კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, ხოლო მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო 32 433 ადამიანმა. ცდომილების ზღვარი 1.8 პროცენტული პუნქტია.

ბოლო სიახლეები