ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსეთს ამ დრომდე უხდის ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს წიაღისეული საწვავისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამ დრომდე ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს უხდის რუსეთს წიაღისეული საწვავისთვის.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წიაღისეულ საწვავზე 2027 წლისთვის სრულად უარის თქმასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხებოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას „ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა“.

„ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ციფრები თავისთავად ამბობენ და, მომეცით ნება, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. დღეს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირისა და მილსადენებით მიწოდებით ბუნებრივი აირის იმპორტი 45%-დან 13%-მდეა შემცირებული, ქვანახშირის იმპორტი – 51%-დან 0-მდე, ნედლი ნავთობის კი 26%-დან 2%-მდე“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შემცირებამ, თავის მხირვ შეამცირა რუსეთის შემოსავლები, რომლებიც უკრაინაში ომის წარმოებისთვის იხარჯება.

„უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაწყისში რუსეთს თვეში 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით წიაღისეულ საწვავში, ახლა ეს თანხა შემცირებულია თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, რაც ჯერ კდევვ ძალიან ბევრია. ჩვენ მივისწრაფვით ეს ნულამდე შევამციროთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ ევროკავშირი 2027 წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსული ბუნებრვი აირის იმპორტზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ანტონიუ გუტერეში – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ირანული მედია – გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია.მათივე ცნობით, მანსურეს გარდაცვალების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელეარხმა „ორმა“ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.

ბოლო სიახლეები