შაბათი, მაისი 24, 2025

უორენ დევიდსონი – „მეგობარი აქტი“ მცდარი მიმართულების კანონპროექტია, კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე, მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც კამპანია ვაწარმოეთ

„მეგობარი აქტის“ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.

„ეს არის მცდარი მიმართულების კანონპროექტი. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე. ამერიკელმა ხალხმა არ გამოგვგზავნა აქ იმისთვის, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს მეტ ნაწილზე გავავრცელოთ. ჩვენ არ გვჭირდება, ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძიება. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა. ჩვენ გვაქვს „ცარიელი ჩეკი“, დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს მსგავსად, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სათანადოდ დაცვას რუსეთისგან, მაშინ, როცა ისინი თავიანთი მშპ-ის ორ პროცენტსაც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. არსებულ სიტუაციაში ეს არის მინიმალური მოთხოვნა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მათ ვერ დავადანაშაულებთ იმის ფიქრში, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თვით უდიდესი ქვეყნებიც კი, როგორიცაა გერმანია, ისტორიულად ამ ზღვარს ვერ აღწევდნენ, მაგრამ მათი ეკონომიკა არც ისე დიდია. ასე რომ, თუნდაც მეტს ხარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს არის არასწორი მიდგომა ეროვნული უსაფრთხოებისადმი და ეს ასევე უფრო აქვეითებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელი იდეა. მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც ჩვენ კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, რომ ყურადღება გამახვილდება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.

„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.

„მეგობარი აქტის“ განხილვაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი და რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთმა ოდესის პორტის წინააღმდეგ „ისკანდერ ემის“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ოთხი დაშავებული ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საავტომობილო განყოფილება, ასევე განადგურდა მანქანები და ტექნიკა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ ქალაქ ოდესაზე იერიში მიიტანა ახალი ტიპის უპილოტო აპარატებით, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია უპილოტო აპარატებით თავს დაესხა კიევის ოლქსაც.პარალელურად, რუსეთში აცხადებენ, რომ 20 მაისიდან 23 მაისამდე უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ 800-მდე უპილოტო აპარატი გაუშვა, რომელთა უმრავლესობა განეიტრალდა. მოსკოვი კიევს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

გურამ მაჭარაშვილი – კარგად იციან ოქრუაშვილმაც და გირჩი ჯაფარიძემაც, რომ მათგან არანაირი გმირი არ გამოვა, ეს ადამიანები ყოველთვის წუწუნებდნენ, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ვერ ტივტივებდნენ

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, პრინციპში, განსხვავებული არაფერი არ არის და ოპოზიციაში ერთ წრეზე ტრიალებენ თავიდან ბოლომდე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის ლიდერთა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით და რა სტრატეგიაა გირაოს გადაუხდელობა და ციხეში წასვლა.„ჩვენ გვახსოვს დაახლოებით, ოთხი თუ ხუთი წლის წინ ნიკა მელიას სიტყვები, არ გადავიხდიო და გადაიხადა, არ გამოვალ ციხიდანო და გამოვიდა, არ შევალ პარლამენტშიო, მაგრამ შევიდა და ა.შ. ანუ, ამ ხალხს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად განულებული არიან, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ არავის წინაშე, გარდა ერთისა, მათი პატრონისა, რომლის წინაშეც კეკლუცობენ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ამ პროცესებს უწოდო, ეს არის – მათმა პატრონმა იცის, რომ არაფრის მაქნისები არ არიან არც „ნაცმოძრაობაში“ და არც მის ფილიალებში და პირდაპირ ელჩები ჩართეს, აქ შტაბის უფროსებად დანიშნეს პრაქტიკულად პროცესებში და ამიტომ ეკეკლუცებიან ახლა უცხოელ პარტნიორებს. თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი პირდაპირ ამბობს, მე უნდა ჩავიდინო სისხლის სამართლის დანაშაული და თუ დამიჭერთ, მაშინ ვიქნები პოლიტპატიმარი და რაც მთავარია, ამას არ ეთანხმებიან მისი სხვა კოლეგები „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკვე ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე გათვლილი აქვს ის, რომ უნდა გამოვიდეს „გმირი.“ ეს არის მთელი ანი-ბანი, რაც რა თქმა უნდა, არ გამოდის. ძალიან კარგად იცის ახლა ოქრუაშვილმაც და გირჩი ჯაფარიძემაც, რომ მათგან არც არანაირი „გმირი“ არ გამოვა და ამას არც არავინ შეუფასებს პოზიტიურად, მათივე ამომრჩეველიც კი, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება. ეს ადამიანები ყოველთვის წუწუნებდნენ იმაზე, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ვერ ტივტივებდნენ, მათ შორის, ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საბა ბუაძე: მივიღე გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე, რომელიც “ოცნებას” კვორუმის შექმნაში დაეხმარა, ჩვენი რიგებიდან გაირიცხოს

როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან, - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადება მოჰყვა კაკაურიძის დასწრებას სხდომაზე, რომელზეც თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.ბუაძის თქმით, კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას" ქვორუმის შექმნაში."დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.როგორც საზოგადოებისვის ცნობილია, “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს მიერ, 2024 წლის ნოემბერში.სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - წერს ბუაძე.ზურაბ აბ­აშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბ­აშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს და მარკ კარნის „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან.ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასს“ არა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, არამედ ებრაული სახელმწიფოს განადგურება სურს.„მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას როდესაც გიხდიან, თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა, ამ ლიდერებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, ისინი არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ „ჰამასს“, გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დააარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც „ჰამასი“ კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას – და გაითვალისწინეთ, რომ ეს არ იქნება „ჰამასისგან“ თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მანამდე, საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებმა მოუწოდეს ისრაელს, შეაჩეროს მოქმედებები ღაზის სექტორში, წინააღმდეგ შემთხვევაში „კონკრეტული ქმედებებით“ დაემუქრნენ.

“შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო…” – სვანეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა. მას ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:"სვანური კულტურის თანახმად მთაზე ასვლა ნიშნავს, შეხვედრას საკუთარ თავთან. უშბა კი ამ შეხვედრის ყველაზე მკაცრი ფორმაა. არ არსებობს ამაზე დიდი გამოცდა და განსაცდელი.სვანები იტყოდნენ:თუ უშბა მოგიტაცებს, მანამ არ გაგიშვებს, სანამ არ გახდები ის, ვინც უნდა იყო.თუ უშბამ დაგკარგა, ღირსეულად არ გიცხოვრია.თუ უშბამ ჩაგიხუტა შენ რჩეული ყოფილხარ და კავკასიონის გოლიათმა უშუალოდ მიგაცილა ღმერთამდე.სამწუხაროდ ნაადრევად ჩაიხუტა უშბამ კიდევ ერთი ღირსეული ქართველი. არაერთხელ შეხვედრიხარ უშბას და მან ყველაზე კარგად უწყოდა რა გულიანი ადამიანიც იყავი.  "ალპურ სამყაროში" შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო",-წერს ნიკას მეგობარი.

ბოლო სიახლეები