უნივერსიტეტები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თეთრი სახლის წარმომადგენელთან, რათა არ გაიზიარონ ჰარვარდის ბედი-ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს
აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ლიდერები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სტივენ მილერის მრჩეველ მაი მეილმენთან, რათა თავიდან აიცილონ ჰარვარდის მსგავსი აგრესიული სამიზნედ ქცევა. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოიქცნენ, რომ არ მოხვდნენ თეთრი სახლის სამიზნეში.
ადმინისტრაცია უნივერსიტეტებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი არ ახდენენ ანტისემიტური ქმედებების საკმარისად მკაცრ გაკონტროლებას. თეთრი სახლი აფრთხილებს, რომ ფედერალური დაფინანსება აღარ მიეწოდებათ იმავე მასშტაბით, რადგან, მათი თქმით, „უნივერსიტეტები დისკრიმინაციის ბუდედ“ იქცნენ და გადასახადის გადამხდელთა ფული ამას აღარ უნდა აფინანსებდეს.