საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იურიდიული კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ხმაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებირებული სანქციების გამკაცრებას უკავშირდება.
უმრავლესობის წევრების ნაწილმა სხდომის დახურვა მოითხოვა. მათი შეფასებით, სენსიტიური საკითხებია განსახილველი, ამიტომ მისი ღიად ჩატარება მიზანშეწონილი არაა. სხდომაზე ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიაშვილმა და ანრი ოხანაშვილმა იმის გამო იკამათეს, რომ ბესელიამ მათ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.
დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი და გიორგი ხატიძე კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ერთობლივად გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ეს დემონტრაციული პროტესტი არ ყოფილა და მოსალაპარაკებლად სხვაგან გადაინაცვლეს.