ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახენ ტინა ტერნერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ტინა ტერნერი, როკ’ნ როლის დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, კუსნახტში [შვეიცარია] ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდასა და მისაბაძ მაგალითს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტინა ტერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.

მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირანის სულიერი ლიდერი – ბირთვული იარაღის დამზადება რომ გვდომოდა, აშშ ვერ შეძლებდა ჩვენთვის ხელის შეშლას, ბირთვული იარაღი არ გვაქვს, რადგან ჩვენ არ გვსურს ეს

ირანის გეგმაში არ შედის ბირთვული იარაღის შექმნა, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღის დამზადება რომ სურდეს, აშშ ხელს ვერ შეუშლიდა.„ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ „ჩვენ არ მივცემთ ირანს მისი მიღების საშუალებას“. ბირთვული იარაღის დამზადება რომ გვდომოდა, ამერიკა ვერ შეძლებდა ჩვენთვის ხელის შეშლას. ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი და არ ვცდილობთ მის შექმნას, არის იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ გვსურს ეს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. ამის შემდეგ ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას – ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილებოდით ამ მოთხოვნას, ამ დრო დღის წესრიგში დადგა კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას.მისივე თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ელჩი გაიწვია საქართველოდან სრულიად უსამართლოდ, სახელმწიფოს სჭირდებოდა გვერდით დგომა, რადიკალურმა ოპოზიციამ,  ენჯეოებმა და მათმა მედიასაშუალებებმა არათუ განცხადება არ გააკეთეს ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, პირიქით გამოიყენეს ეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერად შეეტიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის.„არავითარი კრიტიკა, არც უკრაინის ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ ელჩი გაიწვიეს სანქციების არდაწესების გამო, მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გამო, ასეთ დროს ხომ უნდა გამოხატო შენი ეროვნული პოზიცია, აქ ხომ არ არის საუბარი პარტიულ დაპირისპირებაზე. სახელმწიფოს სჭირდებოდა მაშინ გვერდში დადგომა და არა ხელისუფლებას. როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკრაინას გამოვუცხადეთ უპირობო მხარდაჭერა, ეს იყო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, ეს იყო ასევე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობა. ვხედავდით, რომ კოორდინაციაში ჩართული იყო რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები, მათი მედიასაშუალებები და არათუ განცხადება არ გააკეთეს ამ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პირიქით გამოიყენეს ეს უსამართლო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერად შეეტიათ ხელისუფლებისთვის. ამას დაემატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა, მაშინ ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში და ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს როდესაც არ ვიღებთ ამ წინადადებას და არ ვემორჩილებით ამ მოთხოვნას და ამ დროს უცნაურად დადგა დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის თემა. ეს მოხდა შემდეგნაირად - უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე. უცნაური რატომ იყო, რომ იმ დროს იყო საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი და პირდაპირ კიევში იყო შესული რუსული ტანკები, ობოლონის უბანი ჰქონდათ დაკავებული, საუბარია ქვეყნის დედაქალაქზე და ასეთ დროს ქვეყანას, უკრაინას სთავაზობ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, არც წევრობაზეა საუბარი, არც არაფერზე კანდიდატის სტატუსი. მერე ოპოზიცია თავად დაგვეთანხმა, რომ კონკრეტული არაფრის მომტანი არ იყო  კანდიდატის სტატუსი. ამ დრო სთავაზობ უკრაინას კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რბილად რომ ვთქვათ გასაკვირი იყო. საზოგადოება ამ სიღრმეში არ შედიოდა, მით უმეტეს ემოციური ფონი იყო, ჩვენ გვევალებოდა ამ ყველაფერზე პრაგმატულად მსჯელობა. მაშინ ვიწრო წრეში ასეთი რისკი გავთვალეთ, რომ დიდი ალბათობით ამ შანტაჟისა და ზეწოლის ფონზე, კანდიდატის სტატუსსაც გამოიყენებდნენ ზეწოლისა და შანტაჟის გასაძლიერებლად ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ ორი დღე არ შევიტანეთ განაცხადი მსჯელობიდან და რისკების ანალიზიდან გამომდინარე, მაშინ ბოლოს შევკრიბეთ საპარლამენტო უმრავლესობა, გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები რისკებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ისიც ვთქვით, რომ ჩვენ ვაპირებდით განაცხადის შეტანას და ამას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით. საბოლოო ჯამში გახსოვთ, რაც მოხდა, მაშინ პირდაპირ ვუთხარით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომ სავარაუდოდ მოლდოვას ადა უკრაინას მიანიჭებდნენ სტატუსს საქართველოს არა და ეს იქნებოდა გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, სამი წლის განმავლობაში ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ, ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად,  ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.პრემიერის თქმით, ევროპაში „დიფ სთეითისთვის“ უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.„ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ აშშ და ევროპის ქვეყნები, აშშ-ში შეიძლება, იყოს უკეთესი პერსპექტივა, იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ბევრად რთულადაა ვითარება, რადგან არის 27 ქვეყანა. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად არ ვრცელდება „დიფ სთეითის“ გავლენა. ორია ასეთი ქვეყანა ევროკავშირში და არის ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება გლობალური ომის პარტიის სრული გავლენა. ასეთია ბალტიისპირეთის  და სკანდინავიის ქვეყნები. სხვა სახელმწიფოებში მეტ-ნაკლებად ძლიერია „დიფ სთეითის“ გავლენა, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები გასული არიან ყველანაირი წითელი ხაზის მიღმა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი სრულიად არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.ევროპაში „დიფ სთეითისთვის“ უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, საკუთარი აგენტურის გაშლა, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა. ბევრად უფრო რთული იყო გასული სამი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე იყო უმძიმესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე – ირაკლი კობახიძე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.პრემიერის თქმით, ცალსახა არ არის ის, რომ მაინცდამაინც დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება “გლობალური ომის პარტია”, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის, ფინანსური.“უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით, თუ მეტად არა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული deep state-თან, “გლობალურ ომის პარტიასთან”. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, თუ დამყარდება მშვიდობა და რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინააღმდეგობა არის სერიოზული, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში, შესაბამისად, ასევე მოახერხებს deep state-ის დასუსტებას. ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

მსახიობი მზია (ღუღუნი) კანდელაკი გარდაიცვალა.მას ნათამაშები აქვს სხვადასხვა ფილმებში: განგაში (1968) – მსახიობი (ფოთოლა) ქვევრი (1970) – მსახიობი (გოგიას ქალიშვილი) მზე შემოდგომისა (1973) – მსახიობი (ანჟელიკა)

ბოლო სიახლეები