პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026

”სულ მალე პანაშვიდზე სიარული აღარ დაგჭირდებათ” – ფეისბუქი მისამძიმრების ფუნქციის დამატებას გეგმავს

Facebook მორიგ სიახლეს გეგმავს. სოციალური ქსელის გიგანტი ერთ-ერთ გავრცელებულ და უსიამოვნო პრობლემას აღმოფხვრის: მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ.

კერძოდ, ამ ეტაპზე Facebook მომხმარებელს საიტის ალგორითმი  მაინც სთავაზობს იმ მეგობრებისთვის დაბადების დღის მილოცვასა თუ ღონისძიებებზე დაპატიჟებას, რომლებიც გარდაცვლილები არიან.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად პროფილი განცალკევებით იყოს და მათი Timeline ხელშეუხებელი დარჩეს.

გარდაცვლილი ადამიანების Facebook პროფილებს დაემატებათ ფუნქცია „Tributes”, რომლის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონენების გაზიარებას შეძლებს. მომხმარებლებს აღარ მიეცემათ საშუალება, რომ უშუალოდ გარდაცვლილი ადამიანის „კედელზე“ დაწერონ პოსტები, როგორც ეს ახლა ხდება.

“იმედი გვაქვს, Facebook იქნება ადგილი, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნასა და სულს პატივს მივაგებთ,“- განაცხადა შერილ სენდბერგმა, Facebook-ის წარმომადგენელმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი განცხადებას ავრცელებს.ადვოკატის თქმით, 19 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომა იწყება, სადაც იწყება სამართლებრივი დავა, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს.„19 ოქტომბერს, ორშაბათს, იწყება წინასასამართლო სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ახალ შეთითხნილ ქრთამის აღების საქმეზე. ვიწყებთ სამართლებრივ დავას, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს!რატომ? საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა, რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა. ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი!არ ვაჭარბებ! მაშინ, როცა ბრალდების მხარის ვერსიაში საკვანძო როლს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება ასრულებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რას ადასტურებს ეს ჩვენება? არსებობს თუ არა მისი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები? რამდენად თანმიმდევრულია ჩვენება და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თავად მოწმეს?საქმის არსებითი განხილვის დროს აუცილებლად გაეცემა ამ კითხვებს პასუხი, მაგრამ ერთი ხომ უკვე ცხადია?დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!მსგავსი „გარიგებული მართლმსაჯულება" ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან.სწორედ ამ გარემოებაზე და არა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩნდება მთავარი კითხვა:რეალურად რა დგას ამ საქმის უკან, სამართლებრივი საფუძვლები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?დარწმუნებული ვარ, დღეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საღი აზროვნების უნარი აქვს (მადლობა ღმერთს, ასეთი უმრავლესობაა), ამ კითხვაზე პასუხი არ ქონდეს!ჩემი პოსტის მიზანი არ არის სამართლებრივი საკითხების დეტალური გარჩევა, მით უფრო, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება:ჯერ კიდევ ი. ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ჩხრეკები სხვადასხვა პირთან და დაასახელა მათ შორის ღარიბაშვილის გვარი, შემდეგ კი საზოგადოებას საგამოძიებო ორგანომ საჯაროდ აჩვენა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ოქროს ზოდები და სხვადასხვა ძვირფასეულობა და არ მიუთითა კონკრეტული სახელები, თუ ვისი სახლიდან ამოიღეს.ეს იყო არა შეცდომა, არამედ შეგნებულად, დავალებით გასაჯაროებული კადრები, გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს სახელს დაუკავშირებდა და გააღიზიანებდა ხალხს და ასეც მოხდა.მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა დავწერეთ ამის შესახებ, ტალახი უკვე ნასროლი იყო! ზოგიერთი „ვაიმჩხიბავი" დღემდე თუთიყუშივით იმეორებს სისულელეს.ანუ, რა გამოდის? თუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მაშინ სრულიად კანონიერია კითხვა: რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ასეთი ასოციაცია? ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არ მოხდა ფაქტების მკაფიო გამიჯვნა? ეს ხომ არ იყო მედიის შეცდომა, ეს კადრები ხომ თვითონ საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა? ვისი დავალებით?პასუხი მარტივია! შემდეგ იყო ბრალის წარდგენა, დაკავება და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამ საკითხზე დაწერა თვითონ ბატონმა ირაკლიმ და მე აღარ გავშლი, მაგრამ ერთია: მან ეს გააკეთა იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც თვითონ იყო ორჯერ და უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო. ის თვლიდა, რომ მის მიერ სრული სიმართლის თქმა და რაიმე განცხადება, საზოგადოების მხრიდან შეიძლლებოდა აღქმულიყო მოღალატეობრივ ნაბიჯად!მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა ის გაწირა! ამ პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, როდესაც ციხეში მყოფ ღარიბაშვილს წერილი შეუგზავნეს. ირაკლიმ გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ახალი, ყურადღებას ვამახვილებ, ახალი, ჯერ არ არსებული ბრალის აღიარებას თხოვდნენ, რათა გადაეზღვიათ 1% ალბათობაც კი მისი პოლიტიკაში მობრუნებისა!ამ წერილს დავურთავ ჩემს პოსტს და აქვე გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას: წერილი შეუგზავნეს ამა წლის ივლისის თვეში; ამ პერიოდისთვის მხეიძეც, ტუკვაძეც და ბურჭულაძეც დაკითხულებიც არიან და განაჩენიც არის დამდგარი; მათ არაფერი უთქვამთ ღარიბაშვილიზე ქრთამის მიცემაზე. ისინი, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაიკითხნენ აგვისტოს თვეში (18-21 აგვისტოს);საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწეარა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა?მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?და საერთოდ: როგორ მოხდა, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება, მაღალი თანამდებობის პირი - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა „ფაქტი"!იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ. განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?განა მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან დათხოვნა სხვა დატვირთვის მატარებელია? და რომ მცირეწლოვან შვილებთან პაემანს უუქმებენ, ჰუმანურობის გამოხატულებაა?და დღეს, როდესაც მმართველ გუნდში საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, მე ვსვამ კითხვებს: ვის ინტერესებს ემსახურებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკური განეიტრალება? ვის აძლევდა ხელს მისი რეპუტაციის განადგურება? არსებობდა თუ არა გუნდში ისეთი დაპირისპირება, რომლის ფონზეც სამართლებრივი საქმე პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა?ღარიბაშვილი იყო მხოლოდ მთავარი სამიზნე, თუ შემდეგ სხვისი დრო დადგებოდა? ვინ არის ის სხვა? განა ეს კითხვები ლეგიტიმური არაა? ან მათზე პასუხის გაცემა რთულია?და ბოლოს: ყველა იმ საჯარო პირს, ხელისუფლების წარმომადგენელს მინდა მივმართო, ვინც ორკესტრირებულად, დავალებით გაკეთებულ ტექსტებში წერილების პათოსს და კაცობას უწუნებთ ირაკლი ღარიბაშვილს და მიშა სააკაშვილს ადრით, ერთი თქვენ წადით ციხეში უჩუმრად, მრავალი წლით, აბსურდული ბრალდებებით, ზურგში თანაგუნდელების მხრიდან მახვილის ჩაცემით და მერე იკაცეთ, და მერე დაედარეთ მიშას, მით უფრო, რომ სწორედ ისინი იღებთ ხმას და გაყვირით, ვისი სახელებიც არ გვახსოვს 2012 წლამდე, უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებაშიც“ ბოლო არჩევნების მერე ჩნდებით და ბედავთ და თითს უქნევთ ადამიანს, ვისი ოჯახის წევრებიც წინა ხელისუფლებას მძევლებად ყავდა ციხეში ერთი მოთხოვნით: უარყავით და გაერიდეთ ბიძინა ივანიშვილსო!აი, თქვენ ნამდვილად არ ხართ არც ბიძინა ივანიშვილის, არც „ქართული ოცნების“ და არც იმ ხალხის ერთგული, ვინც საკუთარ მხრებზე გამოსცადა მწარე მათრახი წინა ხელისუფლებისა. სწორედ თქვენ ანგრევთ და შიგნიდან შლით ნამდვილ, ღირსეულ, უმრავლესობაში მყოფ ხალხის არჩეულ „ქართულ ოცნებას"!19 ოქტომბერს წინასასამართლო პროცესია! ამით დავიწყე და ამით დავასრულებ! მე აღარ მინდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9 - წლიანი რეჟიმიც და მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს!მე მინდა სასამართლო, რომელიც არა ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიტუციას არ გამოუტანს განაჩენს! მე მინდა სამართლებრივი სახელმწიფო! განა ეს ბევრია?”, - წერს ადვოკატი.

ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის - იგივე „კაწროს“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია - იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.სამივე პირი, სამართალდამცველებმა გუშინ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ – სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს.რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ვიქტორ ორბანი – პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ორბანი უნგრეთის პარლამენტის მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისმა პარტია „ფიდესმა“ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი შეიმუშავა, ახლა კი მადიარის „ტისამ“ ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა.„პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის” წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარტია „ტისამ“ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გადაწერა. შესწორება LGBTQ ორგანიზაციების უფლებების გაფართოებას და უნგრეთის ბავშვთა დაცვის წესების შესუსტებას ეხება. „ფიდესის“ მთავრობამ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი წარადგინა. „ტისამ“ ახლა ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა. მშობლების გვერდის ავლით, ისინი უნგრეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გენდერული პროპაგანდის დაბრუნებას უშვებენ.გარდა ამისა, „ტისას“ ნაბიჯი ღრმად არადემოკრატიულია. 2022 წლის ბავშვთა დაცვის რეფერენდუმში 3.5 მილიონმა უნგრელმა უარი თქვა გენდერულ პროპაგანდაზე. „ტისას“ მთავრობა ახლა მათ ნებას უგულებელყოფს“,- წერს ორბანი.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა. კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პროპაგანდის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირებს იმ მასალისგან დაიცავს, რომელმაც შეიძლება, „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.უნგრეთში 2021 წელს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ დიდი უმრავლესობით მიიღო „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერიზმის წარმოჩენას ან პოპულარიზაციას“ კრძალავდა. 

ბოლო სიახლეები