11 ხმით 4-ის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სულხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გაამწესა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ასევე უვადოდ დაინიშნა საბჭოს მოქმედი წევრი რეზო ნადარაია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხილის სამართლის საქმეთა პალატაში. 12 ხმა მიიღო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ბონდარეკომ.
რაც შეეხება სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეს, გიორგი გოგინაშვილს, მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მიიღო.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება 6 თებერვალს დაიწყო.