ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული სწავლების ფარგლებში უშუალოდ საწარმოო გარემოში იღებენ პროფესიულ გამოცდილებას, ეცნობიან თანამედროვე სამთო-მოპოვებით და გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს და უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესებთან აკავშირებენ. წლევანდელი საზაფხულო სკოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ პროექტი პირველად გასცდა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის ფორმატს და მასში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა ქართული უნივერსიტეტების და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ჩაერთნენ. ჩვენი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თანამედროვე საინჟინრო განათლება სულ უფრო მეტად ეფუძნება არა მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტისა და კონკრეტული დარგის ცოდნას, არამედ სხვადასხვა აკადემიური სკოლის, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ. სტუდენტური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც „არემჯის“ ინიციატივით და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით უკვე მერვე წელია ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ საწარმოო გარემოში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო ფორმატში იმართება. ქართველ სტუდენტებთან ერთად პროგრამაში გერმანელი, ხორვატი და ეგვიპტელი სტუდენტებიც ჩაერთნენ, რომლებიც საქართველოში ევროპული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) ფარგლებში იმყოფებიან.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და ინდუსტრიასთან უშუალო კავშირის თვალსაზრისით. თამარ წერეთლის თქმით, საზაფხულო სკოლაში სტუდენტები პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის შესაბამისად ნაწილდებიან. პრაქტიკული სწავლება მოიცავს გეოლოგიას, რესურსულ გეოლოგიას, გეოტექნიკას, სამარკშეიდერო საქმეს, მიწისქვეშა სამთო მოპოვებას, მადნის გამდიდრებასა და ქიმიურ ტექნოლოგიებს.

„ჩვენი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, პროფესიულ გარემოში იმუშაონ არა მხოლოდ ქართველ, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად. ასეთი გამოცდილება აფართოებს მათ პროფესიულ ხედვას, ხელს უწყობს განსხვავებული მიდგომების გაცნობას და უვითარებს გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო პროფესიულ გარემოში კომუნიკაციის უნარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, სადაც აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჭირდება ისეთი საინჟინრო განათლების სისტემა, რომელიც სტუდენტს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ შესაძლებლობასაც, რომ ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს და თანამედროვე ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს სწავლის პროცესშივე გაეცნოს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის „არემჯის“ საზაფხულო სკოლა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა.

ამასთანავე, პროექტის საერთაშორისო ფორმატში გადასვლა კიდევ უფრო აძლიერებს მის საგანმანათლებლო ღირებულებას. ჩვენი პარტნიორობა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა TIMREX-თან და საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, სტუდენტური პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას. მომავალი წლიდან საზაფხულო სკოლაში ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული სამთო-გეოლოგიური განათლების და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.

მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ვფიქრობთ, შეძენილი გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს და უზრუნველტოფს ახალი თაობის ისეთი ინჟინრების მომზადებას, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სამთო-გეოლოგიურ და საინჟინრო სივრცეში“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი TIMREX-ის პარტნიორი ინსტიტუციაა. TIMREX მინერალური რესურსების ინოვაციური კვლევის მიმართულებით შექმნილი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტსა და ინდუსტრიულ ორგანიზაციას აერთიანებს. პროგრამის პარტნიორ ინსტიტუციებს შორისაა: მისკოლცის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია), ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი) და ლულეოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.პარტია „ბსვ“-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

ბოლო სიახლეები