ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.

გამოძიების ფარგლებში სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

დანარჩენ ეჭვმიტანილებზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია.ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს.ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 11:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ელისო კილაძის დაკავებას უკავშირდება.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია, „ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია.„ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი.ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა  იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები.შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც მთავარია, სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა – ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, ვუსურვებ მას  ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – წერს კახა კალაძე.

ჯეი დი ვენსი – მოლაპარაკებებისას ნათელი გახდა, რომ დონალდ ტრამპის დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და გათვალისწინებას არ ცდილობენ

მოლაპარაკებებისას ნათელი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.მისი შეფასებით,  გარკვეული თვალსაზრისით, მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.„ჩვენ ძალიან გვსურს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს საკითხი მოვაგვაროთ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით, თუმცა პრეზიდენტს მაგიდაზე ყველა ვარიანტი აქვს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გარკვეული თვალსაზრისით კარგად წარიმართა. შეთანხმდნენ კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, თუმცა სხვა მხრივ, სრულიად ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ“, – განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანის მთავრობისგან ელოდება დეტალურ წინადადებას, რათა იმსჯელონ ორი მხარის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე.ცნობისთვის, დღეს ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელები უარყოფენ სამშვიდობო შეთანხმებას, სადაც დონბასიდან უკრაინის ცალმხრივად გასვლა და რუსეთისთვის გადაცემა იქნება, თუ დოკუმენტში შევიტანთ ამჟამინდელ ხაზზე დარჩენას, მხარს დაუჭერენ

უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, მომლაპარაკებლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უთხრეს, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და მოლაპარაკებების დაწყებამდე, მან ამის საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია უკრაინის მომლაპარაკებელ გუნდთან. თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ურჩია უიტკოფსა და კუშნერს, არ ეცადონ, აიძულონ ის, „საკუთარ ხალხს მიჰყიდოს მშვიდობის ისეთი ხედვა, რომელსაც უკრაინელები წარუმატებელ ისტორიად აღიქვამენ“.ზელენსკის განცხადებით, არ არის სამართლიანი, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა პუტინისთვის „გამარჯვების ჩუქება“ არ არის.„იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერთან და უიტკოფთან მისი საუბრები არ მოიცავს იმ ტიპის ზეწოლას, რომელსაც ტრამპი საჯაროდ იყენებს.„ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ის „ისეთი ადამიანი არ არის“, რომელიც ადვილად ემორჩილება ზეწოლას.ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიის საკითხზე გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინისთვის მასთან პირისპირ შეხვედრაა. მისივე თქმით, თავის გუნდს დაავალა, რომ ჟენევაში ლიდერების დონეზე შეხვედრის წინადადება წამოაყენონ.როგორც „აქსიოსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმით უნდა წარედგინოს.ზელენსკის თქმით, თუ შეთანხმება უკრაინული მხარის უბრალოდ დონბასიდან გასვლას გულისხმობს, უკრაინელი ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს.„ემოციურად, ხალხი ამას არასოდეს აპატიებს. ისინი არასოდეს არ მაპატიებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, უკრაინელებს „არ შეუძლიათ, გაიგონ“, რატომ უნდა სთხოვონ მათ დამატებითი ტერიტორიების დათმობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ შეთანხმება უბრალოდ გაყინავს დონბასში არსებულ საბრძოლო ხაზებს, ფიქრობს, რომ უკრაინელი ხალხი ამას მიიღებს.„ვფიქრობ, თუ დოკუმენტში შევიტანთ, რომ დავრჩებით ხაზზე, სადაც ამჟამად ვართ, ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა შესაძლებელია, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები რეფერენდუმთან ერთად ჩატარდეს. ზელენსკის თქმით, ნებისმიერი არჩევნები შესაძლოა, მყიფე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჩატარდეს და ასეთ შემთხვევაში, ის შესაძლოა, კანდიდატი იყოს.„ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა სურთ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მხოლოდ ერთდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა უკრაინისთვის არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, 60 დღის ნაცვლად, რომელიც ზელენსკის თქმით, საჭიროა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პოზიცია აბსურდული და იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი ნამდვილი მშვიდობისთვის მზად არ არის.

ნინო ქადაგიძე-ჟვანია – ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – არ უარვყოფთ, რომ კაკულიას მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე...

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, მისი შვილი ბესარიონ ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რის გამოც ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.„ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი - დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

ბოლო სიახლეები