სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

სოზარ სუბარი – მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს

მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი.

„მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე გაიაზრა, რომ მისი ადგილი აღარ არის არც უკრაინაში, ახლა ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულვნებებს დაიკმაყოფილებს. როგორც პოლიტიკოსი, აღარ არის, ახლა ეძებს ადგილს, სადაც შეუძლია, იტინგიცოს. მას არ აქვს ადგილი, სადაც შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს. უსამშობლოს როცა ვამბობ, მის პირად სიტყვებს ვიხსენებ და არაერთხელ უთქვამს, რომ სიტყვა სამშობლო, ზოგადად, არ არის სწორი. არის ქვეყანა, სადაც ის კარგად იქნება და იქნება ძალაუფლებით. სამშობლო მისთვის არ არსებობს. მას ეს ხშირად უთქვამს.

დღევანდელი მისი გამოხდომა იმის გამოხატულებაა, რომ უკრაინა იყო მისი სამშობლო, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი. ახლა შეეგუა, როგორც ჩანს უკრაინიდანაც გამოუშვეს. შესაბამისად, ეძებს ახალ ადგილს.

ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ აპირებდა ჩამოსვლას. მისი მხრიდან ესეც ისეთივე ცრუ დაპირებაა, თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ ის აუცილებლად ჩამოვა, წარდგება არა მხოლოდ სასამართლოების წინაშე, არამედ მოიხდის იმ სასჯელსაც, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეცვალოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან პარტნიორობითა და თანაორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026″ - ჩატარდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონფერენციას, რომლის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სახელით წარმატება უსურვა. თავის გამოსვლაში დეკანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ახალი იდეების წარმოჩენასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას. დეკანმა ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მსგავსი შეხვედრების როლზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების წარმოჩენისა და აკადემიური კავშირების გაღრმავების პროცესში.როგორც თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ახალი სამეცნიერო მიდგომების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის, ისე ინოვაციური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვისთვის.„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად აგრძელებს განვითარებას და სხვადასხვა უნივერსიტეტს მასპინძლობის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა, წელს კი მას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ შორის არსებულ აკადემიურ პარტნიორობასა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესს.მსგავს ფორმატში კონფერენციების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს აერთიანებს, ქმნის სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების განხილვისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამასთანავე, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი კავშირების განმტკიცებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული უნივერსიტეტების წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, კონფერენცია იქცეს პლატფორმად, სადაც აკადემიური დიალოგი კონკრეტულ სამეცნიერო შედეგებსა და მომავალ ერთობლივ პროექტებში აისახება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

დონალდ ტრამპი – არ მჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან, ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეცნო კრიტიკოსებისა და ოპონენტების განცხადებებს, რომლს მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.„თუკი ასეა, ეს ძალიან დაბალ დონეზე ხდება, თუმცა არ მჯერა, მსგავსი რამ საერთოდ ხდება. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი. ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, თანაც, ძალიან სწრაფად“, – დაწერა ტრამპმა.

„სიენენი“ – ილონ მასკმა რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი შესწირა და კვლავ მათი ყველაზე მსხვილი დონორი გახდა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ზაფხულიდან მოყოლებული, ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელებისთვის, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გამოყო, რითაც კვლავ რესპუბლური პარტიის ყველაზე მსხვილ ცნობილ დონორად იქცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მასკის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, America PAC-მა ეს მონაცემები დაადასტურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასკის ბოლო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი – 158 მილიონი დოლარი Senate Leadership Fund-ს მოხმარდა. ეს სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდამჭერი უმსხვილესი პოლიტიკური კომიტეტია.„სიენენის” ცნობით, ამჟამად ორგანიზაცია დიდ თანხებს ხარჯავს ტეხასის შტატში სენატის მანდატის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს მილიარდერი და აქ მდებარეობს მისი კომპანიების ქარხნები და სათავო ოფისები.

ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.“ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა”,- წერს ცოტნე ანანიძე.ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.“ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მხარეებს აიძულა, შეზღუდულ ზავზე შეთანხმებულიყვნენ.„ისინი დათანხმდნენ . იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, დათანხმდით-მეთქი. აი, ამიტომ. ისინი იმიტომ დათანხმდნენ, რომ მე ვთქვი, დათანხმდნენ-მეთქი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, - აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ, თუმცა, არ იციან, როგორ.„ვფიქრობ, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისინი შეთანხმდნენ. „პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც სურდეს შეთანხმება. ვფიქრობ, სინამდვილეში პუტინს შეთანხმება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები