საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი წარმატება მოიპოვა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და ოთხთა ფინალის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც 27-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ლიგის 2 წრის შემდეგ 9 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, ხოლო მესამე წრეში 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა და საერთო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
მესამე წრეს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ქართველებმა რიგაში 5 მატჩი გამართეს და ყველა დამაჯერებლად მოიგეს.