ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

167 წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სამთვიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევროაქტივი“ – უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნის შესახებ წინადადებას ევროკომისია 16 ივნისს წარადგენს

ევროკომისია 16 ივნისს წარადგენს წინადადებას უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, კომისია აღნიშნულ წინადადებას ბრიუსელში, გენერალურ საქმეთა საბჭოში ევროპელი მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. ამავე ცნობით, ეს განრიგი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ლიდერებს, რომ ორი დღის შემდეგ ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში დაამტკიცონ ეს ნაბიჯი.როგორც გამოცემა წერს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ზუსტი პირობები ჯერ შეთანხმებული არ არის.ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ექვს ე.წ. კლასტერად იყოფა. მოლაპარაკებების თითოეული „კლასტერის“ გახსნას კი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. პირველი „კლასტერი“ მოლაპარაკებების დასაწყისში იხსნება, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე ბოლოს იხურება.როგორც გამოცემა იუწყება, დანარჩენი „კლასტერები“ უკრაინისა და მოლდოვისთვის, სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება.

დონალდ ტრამპი – სანქციების შემსუბუქება არ მოხდება, ირანი მაღალგამდიდრებულ ურანს დათმობს, თუმცა არა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ

ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მცდელობის მიუხედავად, ირანი ჯერ ვერ ახერხებს შეთანხმების დადებას და ამით ვაშინგტონი უკმაყოფილოა.„ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მაინც ვიქნებით კმაყოფილი ან უბრალოდ სამუშაოს დასრულება მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მომლაპარაკებელ გუნდს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ აშშ-ისთვის სასურველი შეთანხმება დადოს.ტრამპის თქმით, ირანი სანქციების შემსუბუქებას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს დათმობს.„სანქციების შემსუბუქება არ მოხდება. ისინი თავიანთ მაღალგამდიდრებულ ურანს დათმობენ, თუმცა არა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ...

ახლა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, რა გზით წავიდეს: ამ წესიერ კაცს შეტენონ, რომ ის არის ტერორისტი მამაძაღლი, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ფაქტის შემდეგ მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა.მისივე თქმით, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რადგან ძალადობაში ხელმძღვანელობაც იყო ჩართული.„სისტემისთვის თავისი წარმომადგენლის გაწირვა ძალიან რთულია. ამ ტიპის სისტემები დომინოს პრინციპითაა აწყობილი. ვიღაც რომ გაწირო, ამას შეიძლება ჯაჭვური, ძალიან ნეგატიური რეაქცია მოჰყვეს. ამ შემსრულებლებზე დგას სისტემა და ერთი შემსრულებელი თუ გაწირე, ათმა შეიძლება რაღაცებზე ხელი აღარ მოგიწეროს. ამიტომ შემსრულებლის გაწირვა რთული საქმეა. თუმცა გირგვლიანის საქმეს გავიხსენებ, როდესაც ძალიან აგორდა აღშფოთება საზოგადოებაში, ადგნენ და შემსრულებლები დაიჭირეს, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეში, ფულიც გადაუხადეს როგორც ამბობენ და შეჰპირდნენ, რომ მალე გამოუშვებენ. ახლა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, რა გზით წავიდნენ: ამ, როგორც ჩანს, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ის არის ტერორისტი მამაძაღლი, რაღაც დანაშაულები შეტენონ, ბოლომდე მიაწვნენ ამას და სისტემური დანაშაული ძალისმიერად გადატეხონ, წაუყრუონ, ან არის მეორე ვარიანტი, ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი. იქ იყო 10-14 კაცი, ნახეთ სადიზმის დონე.ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ფაქტზე მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადამდგარია. ეს არ იყო ერთეული დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც პოლიციის ხელმძღვანელობა იყო ჩართული. სისტემა ამ ტიპის კრიმინალურ დანაშაულზე დგას. შს მინისტრს ძალიან დიდი პრობლემა აქვს საკადრო ამბებში, ასეა პოლიცია სტრუქტურირებული, შესაბამისად, ის იზიარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არამედ შეიძლება უფრო მძიმე პასუხისმგებლობაზეც იყოს აქ ლაპარაკი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჯო უილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“- ვხედავთ რას წარმოადგენთ

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, მაშინ, როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“, - ამერიკელი კონგრესმენი (რესპუბლიკური პარტია) ჯო უილსონი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ Washington Post-ის სარედაქციო სტატიას ეხმაურება. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, მაშინ როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვხედავთ რას წარმოადგენთ“, - წერს უილსონი X-ზე. ცნობისთვის, Washington Post-მა სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ხვდება“. სტატიაში წერია, რომ „საქართველოს სულ უფრო მეტად ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიის სტრატეგიას“. სტატიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული, „რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას“.„თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას ერთი ბრმა წერტილი აქვს. ოდესღაც რეგიონში აშშ-ის ერთგული მოკავშირე, საქართველო, სულ უფრო ანტიამერიკული ხდება. მისი მთავრობა, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, წლებია ღიად ეარშიყება რუსეთს, მისი დასავლური კავშირების ხარჯზე. ნაკლებად ცნობილია ის, რომ კავშირებს ირანთანაც ამყარებს“, - ნათქვამია სტატიაში. გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაინახოს. „რატომ შეუწყობს ხელს ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად ავტორიტარულ საქართველოს მთავრობას, თუ მანამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ დაინახავს, რომ თბილისს უფრო მეტად კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია, ვიდრე ამას ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა? ეს ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენასა და პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დევნის დასრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახიფათო პროირანული ქსელების მოშლა“, - წერს გამოცემა.

ირაკლი კობახიძე – ქართველ ხალხზე, ქვეყანასა და ხელისუფლებაზე თავდასხმის ახალი პატარა ტალღაა წამოსული, ამაში ჩართული ჰყავთ აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის...

ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე თავდასხმის ახალი პატარა ტალღა არის წამოსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც ღალატის ფორმულაა.კობახიძეს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე.„ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით, დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები