პარასკევი, მარტი 13, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა კახეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო და კვლევითი პროცესები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ ტიპის ღონისძიებები მოსწავლეებს არა მხოლოდ მათთვის საინტერესო სფეროს არჩევაში ეხმარება, არამედ აძლევს მოტივაციას, მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. რეალურად ნანახი გარემო, თანამედროვე ლაბორატორიები და სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობა, ხშირად, გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფესიის არჩევისას. მსგავს აქტივობებს სწორედ ამ მიზნით ვატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ ფაკულტეტზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტმა კახეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის თქმით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევითი ლაბორატორიები, სადაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მათ ენერგეტიკის დარგთან დაკავშირებული სიახლეები და განვითარების პერსპექტივები გააცნეს.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებას გააჩნია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ფუნქცია. ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ენერგეტიკის დარგის განვითარების ტენდენციების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, აძლიერებს უნივერსიტეტისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთკავშირს. ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობას, გაცილებით უფრო გააზრებული არჩევანი შეუძლიათ გააკეთონ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ემსახურება, არამედ აყალიბებს მომავალ თაობას, რომელიც საჭირო კომპეტენციით იქნება აღჭურვილი ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებთან გასამკლავებლად”, – აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი მძიმე შეცდომისთვის ბოდიშს არ მოიხდის“ – ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი

ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ბოდიშს" არ მოიხდის, მძიმე შეცდომისთვის - ამის შესახებ, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.მან, ტრამპის მიმართ გაკეთებულ კომენტარებში, რომელსაც თან ახლდა "ჰეშთეგი" "TrumpMustPay", უარყო მოსაზრება, რომ აშშ ომს სწრაფად მოიგებდა."ტრამპი ამბობს, რომ სწრაფ გამარჯვებას ეძებს. ომის დაწყება მარტივია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე "ტვიტით" შეუძლებელია," - განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ

კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან, ნიკუშორ დანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რუმინეთმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება დრონებისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებას მოიცავს და მისი განხორციელება რუმინეთის ტერიტორიაზე იგეგმება.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უნიკალური გამოცდილება აქვს ირანული „შაჰედების“ დრონებთან ბრძოლაში.„ჩვენი გამოცდილება „შაჰედის“ დრონებთან ბრძოლაში უნიკალურია. არავის აქვს ასეთი გამოცდილება. დღეს ვესაუბრე ჩვენს ჯგუფს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს. ის იქ იმყოფება ჩვენს სამხედროებთან ერთად.

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები