სინქრონული ფიგურული საციგურაო გუნდი “აის ლაიანს ბათუმი” ”ლუმიერის თასის” პრიზიორია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. გუნდმა 39,39 ქულის მოპოვება შეძლო, რაც ასპარეზობის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.
ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანული გუნდი გახდა.
”ლუმიერის თასი” 2018 ჰოლანდიაში, ეინდჰოვენში ჩატარდა. გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან.