საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებს.
ესპანეთი, რუსეთისა და რუმინეთის დამარცხების შემდეგ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მთავარ კონკურენტად იქცა.
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა.რაზმი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 მორკინალი.