საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მიხეილ მესხის საზელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯვაროსნებმა ლიტვა ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. საქართველოს რიგებში გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, გიორგი ქვილითაიმ, ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ “გენტი”-ს შემტევს ჩაჯვეტაძე ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, რომელიც გოლით აღნიშნა.
მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები 27 მარტს გამართავს, სადაც ქართველების მეტოქე ესტონეთი იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და მაყურებლების დასწრება თავისუფალია.
საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ფეხბურთელებმა ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.