ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები