დავოსში მსოფლიოს წინაშე არსებულ ეკონომიკური გამოწვევებზე უმაღლეს დონეზე მსჯელობენ. სამუშაო ვიზიტს დღეს დაასრულებს საქართველოს დელეგაცია, რომელიც გუშინ უკვე შეხვდა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგნელებს. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც ევრაზიის საკითხებს ეხება. კვირიკაშვილის შეხვდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
ფორუმს პრემიერმინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი უკვე მესამედ ესწრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელიც. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საქართველოს საშუალებას მისცემს მოიზიდოს დამატებითი უცხოური ინვესტიციები.