საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე წარმატებები უსურვა.
„პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ვლადიმერ პუტინს ქვეყნის პოლიტიკური, დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაციის გზაზე საფრანგეთის სახელით, წარმატებები უსურვა“ – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა რუსეთს, საფრანგეთსა და ევროპას შორის კონსტრუქციული დიალოგის ვალდებულებას. საფრანგეთის პრეზიდენეტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და სირიაში არსებულ ვითარებაზეც.
სირიაზე საუბრისას მაკრონმა პუტინს მოუწოდა, ძალისხმევა არ დაიშუროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად. საფრანგეთის პრეზიდენეტის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში