პარასკევი, მაისი 1, 2026

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კარნახით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) გამორჩევასთან არის დაკავშირებული.

საპატრიარქოს ცნობით, ტექსტი ჩაწერილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევიდან მეორე დღეს (24.11.2017).

„ურთულესი დროა, პრიორიტეტები იცვლება, მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი.

ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა. როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია. როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ, რატომ ვაკანონებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს, მნიშვნელობა არა აქვს კანონებს.

პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგ., ჩემს შემთხვევაში დავითმა, პატრიარქმა, რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა.

ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე, დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს: გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე.

მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება, შეცვალოს. შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.

პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილი იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.

ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით

მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვისა და გადაადგილების გამარტივების მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. განხვიხილეთ ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები დედაქალაქში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილებით შევთავაზოთ გადაადგილების ალტერნატივა. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი ქალაქისთვის და მოგვცემს ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ

დონალდ ტრამპი კითხვაზე, უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა თუ არა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს – არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალს ტრამპი აცხადებს, რომ გასულ კვირას მომხდარი სროლის დროს, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ეს „მეგობრულ ცეცხლს“ არ გამოუწვევია. ამის შესახებ მან ჟუნრალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.„ისინი ამბობენ, რომ ეს მეგობრული ცეცხლი არ იყო. ეს არის ის, რაც მე ვიცი“,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს.„არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე. საიდუმლო სამსახურის ზოგიერთი აგენტი კარგი ფიზიკურობის ნიმუშია. არც კი მინდა მასთან ახლოს ყოფნა. თუ გსურთ 20-დან 25 ფუნტამდე მომატება, შეიძინეთ ჟილეტი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟილეტმა საოცარი სამუშაო გაწია, რადგან ახლოდან გაუძლო ტყვიას და მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.გადაცემის წამყვანმა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაზე ჰკითხა.„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ხვალ ვიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება.ამასთან, მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს.„როგორც კი ომი დასრულდება, ის დაეცემა. ის ყველგანაა მიმოფანტული, მსოფლიოს ოკეანეებზეა მიმოფანტული. მაგრამ რაც არ მოხდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს ის. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო სხვა ადგილი იქნება. საწვავში ცოტა მეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. მისი ფასი სწრაფად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები