ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

საპატრიარქოში ხვალ ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან ვიზიტის დეტალები გაირკვევა

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ საპატრიარქოში სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაია გოიკოვიჩის შეხვდება. პატრიარქის მდივნის, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, შეხვედრაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთში ვიზიტის საკითხიც დაისმება.

„ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის” ვიზიტს სერბეთში, ჩვენ სამწუხაროდ, სერბეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. მხოლოდ კულუარულ ინფორმაციებს ვიღებთ, რომ სერბეთის პატრიარქთან შეხვედრა არ იყო ოფიციალური ვიზიტი. ამიტომ, საპატრიარქოში ხვალინდელ შეხვედრაზე ვთხოვთ მათ, რომ დაადასტურონ ეს ინფორმაცია ან შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინონ, რათა ქართული საზოგადოება ამაში დარწმუნდეს“, – აცხადებს პატრიარქის მდივანი.

სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი თბილისს ოფიციალური ვიზიტით 25-26 იანვარს ესტუმრება. საპატრიარქოში შეხვედრის გარდა დელეგაციის წევრები პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვი სერბეთში 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. „ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შრი-ლანკის ცნობით, ირანულ სამხედრო ხომალდზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად 80 მეზღვაური დაიღუპა

შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო ხომალდის, IRIS Dena-ს ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.შრი-ლანკის საზღვაო ძალების ცნობით, ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე, სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა.აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული გემი ჩაძირა.

ირანი თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა პლასტიკის ბოთლებში განთავსებული 9 ლიტრამდე ,,კეტამინის“ შემცველი სითხე.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს – „საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს.„ირანის რეჟიმის მობილური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განადგურებისთვის ძალისხმევა გრძელდება. ჩვენ ამ საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომის დაწყება მარტივია, დასრულებაა – რთული, რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას- ირანის ელჩი ალი მოჯანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება

„დაუმთავრებელი ომები იმ წუთიდან იწყება, როცა წარმოუდგენიათ, რომ ისინი მხოლოდ ორ დღეს ან ოთხ კვირას გასტანს“.ისტორიამ მრავალგზის დაგვანახა ეს შეცდომა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს გახლავთ: თუკი გუშინ ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი აგიზგიზდა, რა მოხდება ხვალ? შესაძლოა ამ ომის ხანძარი მისწვდეს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ჩრდილოეთ აფრიკას ან უფრო შორეულ რეგიონებს? ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ეს რეგიონები მოკლე დროში დაცარიელდეს სამხედროების, ხალხისა და ტურისტებისგან? გასული ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომის დაწყება იოლია, მაგრამ მისი დასრულება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. ეს არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო საკითხი. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამერიკელი ხალხის ინტერესებს, მსოფლიოს ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადაზიდვასა და მსოფლიოს არაერთი რეგიონის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეებისა და ტურისტების ატლანტის ოკეანის გადაღმა ტრანსპორტირება შესაძლებელია, რას იზამს ისრაელი ამ რეგიონების მოსახლეობასთან? წაიყვანს თუ არა მათ სახლში, რათა თავშესაფრებში ირანულ რაკეტებს დაელოდონ? გაოცებული ვარ, რეგიონში მყოფი ისრაელელი დიპლომატები რატომ არ იძლევიან საკუთარ საკონტაქტო ნომრებს? ნუთუ ომის გეოგრაფიის გაფართოების შიშით თვითონ ადრევე დატოვეს ეს რეგიონები? რას ნიშნავს მათი სიჩუმე? საიდან მოხვდნენ ხალხში? სიმართლეს მომავალი დღეები გამოავლენს. ისტორიის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სწორედ ესაა: ნებისმიერი ომის დაწყებამდე, მის დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

ბოლო სიახლეები