ორშაბათი, მარტი 16, 2026

რუსული მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მათთან ინტერვიუში ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა.

„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას რიგში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად, მათ შორის 3,6 ათასი მსუბუქი ავტომანქანა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიაში უმძიმეს მდგომარეობაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ყველაფერი გამოხატულია კომპეტენციაშიც, კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.აღნიშნული განცხადება კობახიძემ გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარები ვიდეოში სწორად ვერ პასუხობენ კითხვას, სად არის რუკაზე ირანი.ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახეზეა კომპეტენციის კრიზისი.„საქართველოსთან დაკავშირებით რომ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა ევროპარლამენტში, იგივე შედეგს მიიღებთ, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ 600-დან 500 ევროპარლამენტარი აძლევს ხოლმე ხმას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არის კომპეტენციის კრიზისი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში. ეს გამოკითხვაც ამის მაჩვენებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მსგავს ნაბიჯს მხარს არ დაუჭერს.„ესპანეთი არასოდეს მიიღებს დროებით ზომებს. მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს და დასრულდეს ახლა“, – განაცხადა რობლესმა.ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს, რომ ომი, ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად, უნდა დასრულდეს.„ჩვენ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს ან ვითარების ესკალაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ალბარესმა.როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გეგმავს, მათ შორის არის გერმანია, იტალია და საბერძნეთი.

ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.„არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ძალებს მასპინძლობს და ირანზე თავდასხმების უფლებას აძლევს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ამ ხოცვა-ჟლეტვას. ამ ქვეყნებმა პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა განმარტონ“, – წერს არაღჩი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი „დაბომბვების“ შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.როგორც „სიენენი“ ირანის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ომის დაწყებიდან ირანში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

დონალდ ტრამპი – აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა

აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა, – ამის შესახებ  დონალდ ტრამპი ტრამპ-კენედის ცენტრის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო კამპანია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრული ძალით გაგრძელდა.„ისინი ფაქტობრივად განადგურდნენ, საჰაერო ძალები გაქრნენ, საზღვაო ძალები გაქრნენ, ბევრი გემი ჩაიძირა. მათი რადარი გაქრა და მათი ლიდერები გაქრნენ. ირანული დრონების გაშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მეზობლების მიმართულებით, ასევე საწარმოო ობიექტებისა და საზღვაო სამიზნეების მიმდინარე მიზანში ამოღება“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, აშშ-მა ირანის 30-ზე მეტი ნაღმმშენებელი გემი გაანადგურა და ახლა ირანის დრონების შესაძლებლობები „ნულთან ახლოსაა“.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „აკეთებენ იმას, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო“.აშშ-ის პრეზიდენტის  თქმით, აშშ „აკავებს“ ირანის შესაძლებლობას, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში.თეთრი სახლის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აშშ-ის დახმარებაზე უარი თქვეს.„მათ თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ჩავერთოთ. ვიცი, რომ ჩვენ დავიცავთ მათ და თუ ოდესმე დახმარება დაგვჭირდება, ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან“, -განაცხადა მან.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – თურქეთი მკაცრად გმობს ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციას

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია რეგიონში არასტაბილურობას კიდევ უფრო აღრმავებს.„ისრაელის მთავრობა ლიბანში ახორციელებს გენოციდისა და კოლექტიური დასჯის პოლიტიკას, რამაც შესაძლოა რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა ლიბანის მიმართ იმ თავდასხმების წინაშე, რომლებიც არღვევენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბოლო სიახლეები