ტექნოლოგიების სიახლეების საიტმა Gemug-მა გამოქვეყნა რჩევები, როგორ არ უნდა გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები iPhone-ზე.
ეს ფუნქცია Apple-მა iOS 5-დან დაამატა სისტემაში. ეს არის LED Flash-ის გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ზარებისა და წერილების მიღების დროს, ასევე ნებისმიერი მოვლენის შემთხვევაში. ხოლო უკვე iOS 10-დან მისი გამოყენება შესაძლებელია მაშინაც, როდესაც ჩვენი ვაშლი Silence რეჟიმზეა მომართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც აუცილებელია iPhone-ის Silence რეჟიმზე მომართვა — ჩვენ მაინც დავინახავთ ახალი შეტყობინების მოსვლას.
როგორ ჩავრთოთ?
შევდივართ „Settings“-ში
შევდივართ „General“-ში
შევდივართ „Accessebility“
ვსქროლავთ „Hearing“-ის განყოფილებასთან
ვრთავთ „Led Flash for Alerts“
ეს ფუნქცია მხოლოდ მაშინ მუშაობს როდესაც iPhone-ი დაბლოკილია.