შაბათი, მაისი 30, 2026

რიანას დამამცირებელი აპლიკაციის გამო Snapchat-მა მილიარდი დოლარი დაკარგა

მომღერალმა რიანამ კომპანია Snap Inc-ის აქციები დაუგდო, რომელმაც აპლიკაცია Snapchat-ში განათავსა “ხუმრობა”, სადაც რიანას სცემას სთავაზობს მომხმარებლებს.

აპლიკაცია Snapchat-მა რიანაზე ძალადობის წამახალისებელი “ხუმრობის” შემდეგ ერთი მილიარდი დოლარი დაკარგა. კომპანიის მობილური თამაშის Would You Rather რეკლამაზე, ეწერა: “რომელს აირჩევდით, რიანასთვის სილის გაწნას, თუ კრის ბრაუნისთვის მუშტის დარტყმას?”.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კრიტიკის შემდეგ, Snapchat-მა ბოდიში მოიხადა და რეკლამა მოხსნა, თუმცა მომღერალმა ბოდიში არ მიიღო და მათ ქმედებას სამარცხვინო უწოდა.

2009 წელს, კრის ბრაუნმა რიანა ავტომობილში სცემა, ამ დროს კი მათ რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც დღეს საღამოდან დილის ჩათვლით იკითხება

დღეს საღამოდან ხვალ დილის ჩათვლით იკითხება:ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა.უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

გიორგი ბარამიძე – მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი

ნებსით თუ უნებლიეთ მიხეილ სააკაშვილის სახელის შეურაცხყოფას ვინც შეეცდება და შეეცდება, წარმოაჩინოს, როგორც პუტინთან და რეჟიმთან შეკრული ადამიანი, ის ასრულებს რეჟიმის საქმეს, თუ ნებით აკეთებს. მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი, ისიც ციხეში ზის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება.„არა მარტო აბსურდი, არამედ დიდი უზნეობაა, მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმთან და პუტინთან გარიგებაში, თანამშრომლობაში დაადანაშაულო. ორ პოლიტიკოსს, ორ პოლიტიკურ პატიმარს შორის კამათი, დაპირისპირებაც გამიგია, მაგრამ ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მიხეილ სააკაშვილი ოდესმე პუტინის რეჟიმსა და ლაქიებს რომ გარიგებოდა, ციხეში კი არ იჯდებოდა, მშვენივრად იქნებოდა, როგორც ისინი, რომლებმაც სამშობლო გაყიდეს და პრინციპებზე თქვეს უარი. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაიცვა და თვისი მოვალეობა შეასრულა 2008 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, ათრიეს, მისი სახელის ფეხქვეშ გათელვას შეეცადნენ, ვერ გატეხეს. არ გააკეთა ის, რასაც ხელისუფლება სთხოვდა. ახლა რომ პატიმრებს ეუბნებიან და არც მალავენ – მოინანიეთ და გაგიშვებთო, ეგ არის. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმით სთავაზობდნენ“, – განაცხადა ბარამიძემ.ამასთან, ბარამიძეს კითხვა დაუსვეს სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას წერილის იმ ნაწილზე, სადაც უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლაზეა საუბარი.კერძოდ, კითხვაზე, ვის გულისხმობს მელია, როდესაც ამბობს, რომ სააკაშვილს შუამავალი ჰყავდა ხელისუფლებასთან, ბარამიძემ უპასუხა: „არ ვიცი, ვისზე საუბრობს, კარგი იქნება, თუ დაასახელებს“. მისივე თქმით, ეს ბინძური ტყუილია.„ნიკა მელია წერს, მიხეილ სააკაშვილი გაურიგდა ხელისუფლებასო. ეს რომ აბსურდი და ბინძური ტყუილია, ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომ სააკაშვილი ციხეშია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.გადაცემაში გიორგი ბარამიძემ ასევე ისაუბრა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია.„ასეთ საკითხებს არ იხილავენ ფართო წრეში. ეს ისეთი ოპერაციაა, რაც უფრო ცოტა ადამიანებს ეცოდინება, უკეთესია. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ჩავარდება, რაც შეიძლება ცოტა იყოს ადამიანთა წრე, ვისზეც შეიძლება, ეჭვი მიიტანონ. კიდევ კარგი, მე არ ვიცოდი და სხვებმაც. ისედაც სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან სერიოზულად ვაფასებდი საფრთხეებს. სააკაშვილმაც კარგად იცოდა, რომ წარუმატებლობის დიდი შანსი იყო, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. რამდენიმე ადამიანი იმიტომ ვიყავით წინააღმდეგი, რომ ამის შანსს ვხედავდი. არ მინდოდა მიშას არც დაპატიმრება, არც მოკვლა“, – განაცხადა ბარამიძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.დღეს კი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც მელია აღნიშნავს: „სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ. ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა. რატომ იყო „ის კაცი“ მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!“.

ვლადიმერ პუტინი – სწორედ ევროკავშირის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში მოხდა

სწორედ ევროკავშირის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში მოხდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სწორედ დასავლეთმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს კიევში, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან ყირიმელების დაცვის აუცილებლობა და შემდეგ, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებისთვის დახმარების გაწევა.ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობამ რუსეთი აიძულა, ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა.პუტინის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი მოატყუა იმით, რომ დაჰპირდა „აღმოსავლეთისკენ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამდა“.„ახლა ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ, ბრალი ავადმყოფი თავიდან ჯანმრთელზე გადაიტანონ, რათა აჩვენონ, რომ რუსეთი აგრესიულია. არა! ეს მათი პოლიტიკაა. პირველივე ნაბიჯიდან, როდესაც მოგვატყუეს, რომ გაფართოება არასდროს იქნებოდა, ნატო, სავარაუდოდ, აღმოსავლეთისკენ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამდა”, – აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება რუსეთს აძლევს უფლებას, თქვას, რომ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.

იაგო ხვიჩია – წერილი ნიკა მელიას დაწერილი არ არის, მისი ხელით გვარამია ებრძვის მიშას

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი თავად მელიას დაწერილი არ არის.„ეს წერილი ნიკა მელიას დაწერილი არ არის. მისი ხელით გვარამია ებრძვის მიშას! change my mind“, – წერს ხვიჩია.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ იტყვის, რა წარმოშობისაა რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი

ვლადიმირ პუტინი რუმინეთში დრონის ჩამოვარდნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ იტყვის, რა წარმოშობისაა ესა თუ ის საფრენი აპარატი.პუტინის განცხადებით, წარსულში ფინეთში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში უკრაინული დრონები შეიჭრნენ.„პირველი რეაქცია ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ახლა რუმინეთშია. „განგაში, რუსები მოდიან, რუსები გვბომბავენ“. შემდეგ კი ირკვეოდა, რომ ამას რუსეთის საფრენ აპარატებთან საერთო არაფერი ჰქონდა“, – განაცხადა პუტინმა.ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ბოლო სიახლეები