პარასკევი, ივლისი 3, 2026

რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ და ზოგ შემთხვევაში ბრალდებების ნაწილს მისი ოჯახის წევრებზე ანაწილებენ მამუკა მდინარაძე  

 

”იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა“ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ გუშინდელ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას” – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, მათი ეგრედწოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს – ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.
,,ესენი სულ გაგიჟდნენ” – ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მოკლე შეფასება ნაციონალური მოძრაობის რუპორი ტელევიზიების უბინძურეს ტყუილებზე, რომელიც ხალხისგან მომისმენია.
ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, ამ ინსტრუმენტით – სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას.
როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, ისინი ებრძოდნენ ექიმებს, ხალხს და ქვეყანას, იდგნენ ვირუსის მხარეს და ფეიკ-ნიუსებით ზაფრავდნენ ხალხს.
გამანადგურებელი მარცხი განიცადეს საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესშიც და სრული ლუსტრაციის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სიტუაციის ესკალაციის და არეულობის მოწყობის გარდა პერსპექტივა არ გააჩნიათ.
სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს, გადაწყვიტეს ერთ-ერთ მაშველ რგოლად 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი გამოეყენებინათ და ეს უმძიმესი ტრაგედია სახალხო მღელვარების საბაბად ექციათ.
მთელი კვირის განმავლობაში ყველანი ვხედავდით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, მათი ეგრედწოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს – ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.
ხელწერა უცვლელია, სხვას აბრალებენ იმას, რასაც თავად აკეთებენ: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა.
თუმცა ყველა ხვდება, რომ სამიზნე არც ბერაა და არც მაგალითად ალეკო ივანიშვილი, რომელსაც ,,გამთავრებულმა” ,,ტვ პირველმა” ირანული ნავთობით ვაჭრობა დააბრალა.
სამიზნე უცვლელია – ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” თავისი უბედურების მთავარ მიზეზად მიიჩნევს და სხვათა შორის, სრულიად სამართლიანად, რადგან ამ ადამიანმა ქართველ ხალხთან ერთად ჩამოართვა ნაცებს ხალხზევე ძალადობის ფიზიკური ინსტრუმენტები, მოახდინა მათი სრული ლუსტრაცია და რევანშის შანსიც გაუნულა.
სწორედ აქედან მოდის პერმანენტული საინფორმაციო შტურმი, სადაც უკვე რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ბრალდებების ნაწილს მისი ოჯახის წევრებზე გადაანაწილებენ ხოლმე.
,,ნაციონალური მოძრაობის” სქემაში სიკეთე – ბოროტება, შენება – ნგრევა, მშვიდობა – დესტაბილიზაცია, ქველმოქმედება – მომხვეჭელობა, ბუნებაზე ზრუნვა – ბუნებაზე ძალადობაა და როცა ფაქტები არ არსებობს, მისი მოგონება არც ნაცებისთვის, არც ,,მთავარი არხისთვის” და არც მათი კრიმინალური კლასტერის სხვა წარმომადგენლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ბოლო სიუჟეტიც ამ ბინძური კამპანიის ნაწილი და წარმოუდგენელი ბოროტებაა, სადაც არა პოლიტიკოსს, არამედ მის შვილს აბრალებენ დანაშაულს მამის ,,გასაშავებლად”.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ – რადიკალური ოპოზიცია მსგავსი ქმედებების გამო გარდაიქმნა კრიმინალურ ოპოზიციად. კრიმინალებს სჯის მართლმსაჯულება, ხოლო კრიმინალურ ოპოზიციას – ხალხი. განაჩენი 31 ოქტომბერს გამოცხადდება!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

https://www.facebook.com/1577443435885416/posts/2309595239336895/?d=n

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება

პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.„თეირანში ვიზიტის ფარგლებში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დავესწარი.ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვხატე სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას.შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს“, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

შავკატ მირზიოევი – საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები უდავოდ მთავრობის, მთელი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგია, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტიანი მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივი მოლაპარაკებების დროს განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი მიღებისთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო ორდენით – „ოქროს საწმისით“ დაჯილდოებისთვის.  ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტიანი მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ირაკლი კობახიძე – უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას

საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არა მხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება და ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან გამართული გაფართოებული მოლაპარაკებების დროს განაცხადა.მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის მხარეს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.„მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია. ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს ვახტანგ (ჯემალ) დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონი ვახტანგ დავითაია იმ თაობის შემოქმედი იყო, რომელმაც ქართულ არქიტექტურაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, უნიკალური შემოქმედებითი ხედვა, ეროვნული არქიტექტურული ტრადიციების თანამედროვე ფორმებთან შერწყმის უნარი და განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატისა და თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსების მიღმა იდგა პიროვნება, რომელმაც თავისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართული არქიტექტურის ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამ დიდი შემოქმედისა და ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალება. ბატონმა ვახტანგ დავითაიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი მოღვაწეობის 62 წელი მიუძღვნა. ამ ხნის განმავლობაში იგი ღირსეულად ემსახურებოდა უნივერსიტეტს, სადაც წარმატებულ არქიტექტორთა არაერთი თაობა აღზრდა.ვახტანგ დავითაიას სახელი და შემოქმედებითი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც პროფესიონალიზმის, ეროვნული იდენტობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა ბატონი ვახტანგის განსასვენებელზე.მადლობა ყველაფრისთვის!“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.ცნობისთვის: ვახტანგ დავითაიას გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), ბიზნეს ცენტრი "მთაწმინდა" თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, საცხოვრებელი სახლები: საგარეჯოში, ქუთაისში, წყნეთში, ოფშკვითში, ტაბახმელაში, პურის ქარხნები: ვაზისუბანსა და თბილისის ზღვის რაიონში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, "კოლეთის დედა" და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი), სკოლა 600 მოსწავლეზე სოფელ გავაზში, "ხსოვნის ტაძარი" სოფელ მუხრანში, "ხსოვნის კუბი" ქალაქ სენაკში, და სხვა. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის" ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-83", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-85" პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად, არის მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989). 2022 წელს სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ , ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის კი უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - გიორგი ნიკოლაძის მედალი გადაეცა.

Politico – ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს

ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს, რაც ანკარაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს მოყვა. კონკრეტული დეტალები უცნობია.

ბოლო სიახლეები