სამშაბათი, მარტი 17, 2026

რა არის სტერეოტაქსიური ბიოფსია? ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ ჩატარდა 50-მდე თავის ტვინის სტერეოტაქსიური ბიოფსია

რა არის სტერეოტაქსიური ბიოფსია?
სტერეოტაქსიური ბიოფსია არის მცირეინვაზიური ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ტვინიდან ხდება გამოსაკვლევი ქსოვილის აღება ბიოფსიური წვრილი (1მმ) ნემსის დახმარებით. მიღებული მასალა იკვლევა მიკროსკოპულად.

⚪️ რა არის მიზანი?

მიზანია დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი.

MRI და CT კვლევის საშუალებით ხდება პათოლოგიურად შეცვლილი უბნის აღმოჩენა, თუმცა ვერ ხერხდება 100%- ით იმის დადგენა თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე: ავთვისებიანი სიმსივნე, კეთილთვისებიანი სიმსივნე, სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ინფექციური და ანთებითი პროცესი. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია და უნდა შეირჩეს ოპტიმალურად დიაგნოზიდან გამომდინარე.

⚪️ როგორ კეთდება?

პროცედურა ტარდება სტერეოტაქსიური ჩარჩოს დახმარებით, რომელიც მაგრდება პაციენტის თავზე. MRI და CT კონტროლით, სპეციალურ პროგრამაში დამუშავებული მონაცემების საშუალებით ნეიროქირურგს ბიოფსიური ნემსი შეყავს დამიზნების წერტილში და ხდება საკვლევი მასალის ასპირაცია. ამისათვის კანზე კეთდება რამოდენიმე მილიმეტრიანი განაკვეთი, ძვალზე 5მმ სატრეპანაციო ხვრელი. ოპერაცია მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით. პაციენტი მეორე დღეს ეწერება კლინიკიდან. მიღებული მასალა იგზავნება პათომორფოლოგიურ კვლევაზე დიაგნოზის დაზუსტებისათვის. პასუხი მიიღება საშუალოდ 5 დღეში.

⚪️ ავერსის კლინიკაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ ჩატარდა 50-მდე თავის ტვინის სტერეოტაქსიური ბიოფსია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული.თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.დედაქალაქის მერი ასევე შეხვდა კლინიკაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს და უწმინდესს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ისრაელ კაცი – ალი ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ლიკვიდირებულნი არიან და ჯოჯოხეთის უფსკრულში შეუერთდნენ განადგურების პროგრამის ხელმძღვანელს ხამენეის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.მისივე თქმით, ლარიჯანის სიკვდილის შესახებ ახლახან შეატყობინეს.„ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ლიკვიდირებულნი არიან და ჯოჯოხეთის უფსკრულში შეუერთდნენ განადგურების პროგრამის ხელმძღვანელს, ხამენეის და ბოროტების ღერძის ყველა ლიკვიდირებულ წევრს“, – განაცხადა კაცმა.ირანულ მხარეს ალი ლარიჯანთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლეს.ცნობისთვის, ცნობისთვის, გასულ კვირას ალი ლარიჯანი საჯაროდ გამოჩნდა. მან თეირანში მთავრობის მხარდამჭერ აქციებში მიიღო მონაწილეობა.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.როგორც ცნობილია, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები განიხილავენ მკურნალობის სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის საჭიროა თუ არა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ჩინეთის საგარეო უწყება – ჩინეთი და აშშ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებენ

ჩინეთი და აშშ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებენ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, ლინ ძიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის საკითხთან არანაირ კავშირში არ არის.„ჩინეთი და აშშ კომუნიკაციას აწარმოებენ პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით. ვიზიტს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა.

სეიედ ალი მოჯანი-დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის “უძლეველი ფლოტის” ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს

,,დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის "უძლეველი ფლოტის" ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

ბოლო სიახლეები