ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე – ირაკლი კობახიძე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცალსახა არ არის ის, რომ მაინცდამაინც დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება “გლობალური ომის პარტია”, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის, ფინანსური.

“უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით, თუ მეტად არა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული deep state-თან, “გლობალურ ომის პარტიასთან”. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, თუ დამყარდება მშვიდობა და რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინააღმდეგობა არის სერიოზული, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში, შესაბამისად, ასევე მოახერხებს deep state-ის დასუსტებას. ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ვაშაძე – ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას, ტყუილად ელოდებიან „ქოცები“, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება

კობახიძის გუშინდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმი პანიკაშია, ისინი თავის გადარჩენას ცდილობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.„მათი შეცვლილი რიტორიკა ტრამპზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქოცები“ ცდილობენ, ახალ რეალობას მოერგონ და ცრუ პროპაგანდის გაძლიერებით შეინარჩუნონ გავლენა, მაგრამ მათი იზოლაცია და წნეხი მხოლოდ იზრდება. მოძალადე რეჟიმთან დასავლეთში ურთიერთობას აღარავინ იჭერს. მათთან ურთიერთობას თავს არიდებენ ელჩები, საერთაშორისო პარტნიორები და ფინანსური ინსტიტუტები.სანქციები უკვე მოქმედებს. სავიზო შეზღუდვები რეალურია, „მეგობარი აქტიც“ აუცილებლად დამტკიცდება, რაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის მძიმე ფინანსურ დარტყმას ნიშნავს. მათი შიში განსაკუთრებით ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით გაიზარდა – ლონდონის ფინანსური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ეს კარგად იციან.ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას და არა ძლიერ რუსეთს და ძლიერ ჩინეთს. ტყუილად ელოდებიან „ქოცები“, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება. ამერიკა და ევროპა მხოლოდ გაძლიერდებიან, საქართველო კი გამარჯვებული გამოვა.ქვეყნის შიგნით იზოლაცია იზრდება. რუსთაველი იკეტება, რეპრესიები „ქოცს“ ვეღარ შველის, ხალხი არ იღლება, პროტესტი არ ნელდება. რეჟიმის დრო იწურება – დასავლეთმა მათზე საბოლოო უარი თქვა, ქვეყნის შიგნით კი ვეღარაფერს აკონტროლებენ – ვეღარც ძალადობით, ვეღარც პროპაგანდით.ვერც ძალადობა, ვერც პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის გამარჯვებას – საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული! დრო „ქოცების“ წინააღმდეგ მუშაობს!“ – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, ხელი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ზოგადად, საავტომობილო დარგის განვითარებას შეეწყობა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია და ის განათლების სფეროში სტუდენტთა კარიერულ განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, ასევე, საავტომობილო დარგში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავებას.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთო მისიის შესასრულებლად, რაც მიზნად განათლების, კვლევისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას ისახავს, ტრანსპორტისა და საავტომობილო ინჟინერიის სფეროში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინოვაციებისა და აკადემიური სრულყოფის ერთგული. დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, სტუდენტები ცოდნით, უნარებითა და პროფესიული კომპეტენციებით უზრუნველვყოთ, რომლებიც ტრანსპორტის სექტორის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია.ტრანსპორტის სფერო სწრაფი ცვლილებების პროცესშია, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და შესაბამისად, ახალი რეგულაციები განაპირობებს. ქვეყნის საავტომობილო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ფონზე, კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული მემორანდუმით ჩვენ ვქმნით მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას უზრუნველყოფს, დარგში მომავალი ლიდერობისთვის.აკადემიური სწავლების პრაქტიკულ საჭიროებებთან ადაპტირებით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს პრაქტიკული სწავლების, სტაჟირებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტებისთვის. ეს თანამშრომლობა ხელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას შეუწყობს, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აღიჭურვონ როგორც თეორიული საინჟინრო ცოდნით, ისე პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული გამოცდილებით.ამასთან ერთად, ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს საერთო ხედვას მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შევიტანთ წვლილს, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საავტომობილო სტანდარტების ამაღლებაში, ასევე, მხარს დავუჭერთ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.მადლობას ვუხდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობის სურვილისა და ტრანსპორტის სფეროში მომავალი პროფესიონალების ფორმირებაში მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვან პროგრესს და გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა თამარ წერეთელმა.უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.„თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საჭიროებისთვის სპეციალისტთა ერთობლივი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-შეთავაზებას სააგენტოს თანამშრომლებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია მეორე – უკვე რამდენჯერმე მოხდა 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება, სამების საკათედრო ტაძარში დღეს ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით

უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი.„აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი.ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ გამოსვენება შედგება სამების საკათედრო ტაძრიდან 13 მარტს, 14:00 საათზე.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.„ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება;2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული, როგორც ამას ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნეს გარემოს ანგარიშში ვკითხულობთ.200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.საქართველოში ბიზნესის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები;ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე.სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:მშპ-ისდანაკარგი: -26% წლიურადდამატებულიღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარიარარეალიზებულიბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარიმიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები, ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა, ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.„ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„9 ქალი წლების განმავლობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო…“ – უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ფეხბურთელი ქალების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.,,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 9 ქალი ფეხბურთელის მოთხოვნა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მწვრთნელის მხრიდან შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. ამასთან, სასამართლომ სასამართლომ პრაქტიკაში პირველად იმსჯელა დამსაქმებლის, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" პასუხისმგებლობაზე, რომელიც  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა.2021 წლიდან დაწყებული სამართალწარმოება მრავალმხრივი იყო და მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილმა მწვრთნელმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ხოლო კლუბმავერ უზრუნველყო დასაქმების ადგილზე შევიწროება დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. შედეგად, მწვრთნელს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ.გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მწვრთნელის მიერ თაღლითური სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ის ფეხბურთელ გოგონებს ხელფასებიდან თანხას მოტყუებით ართმევდა.აღნიშნული გადაწყვეტილება არ დარჩენილა მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში, ის მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა სისტემური რეფორმებისთვის. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტები. ცვლილება მიზნად ისახავს სპორტშიუსაფრთხო გარემოს შექმნას, მწვრთნელების და სხვა პირების მხრიდან ძალადობის პრევენციას. უფრო მეტიც, ეს საკითხები ოფიციალურად შევიდა უეფას მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის საგანმანათლებლო კურსშიც.აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა არა მხოლოდ სპორტის სფეროსთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შევიწროება და ძალადობა არ დარჩება პასუხიმგებლობის მიღმა და რომ ინსტიტუციებს ევალებათ უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებულისთვის.PHR-ის სამართლებრივი მხარდაჭერით მიღწეული ეს გამარჯვება მკაფიო გზავნილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც  დაექვემდებარა ძალადობასა და შევიწროებას. აღნიშნული საქმე არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებებიდან, რომელსაც ორგანიზაციამ USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიაღწია.საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები: ქუთაისის საქალაქო სასამართლო - მანანა ნიკაჭაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები - ირმა პერანიძე, ინდირა მაშანეიშვილი, მალხაზ ჩუბინიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლო - გოჩა ჯეირანაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბოლო სიახლეები