სააკაშვილსა და მის მრევლს სულ რევოლუცია, ნგრევა და სისხლისღვრა რომ ელანდებათ, ამიტომ არიან იქ, სადაც არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის განცხადებით, ეს განადგურებული აგენტურაა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი საერთო არ აქვს.
„ამ ადამიანებს არც რევოლუციის და არც არეულობის მოწყობა არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დავალებას ყოველ თვე იღებენ და შემდეგ მის შესრულებაზე ყველაფრის ფასად ოცნებობენ, ვხედავთ, რომ მძიმედ ამთავრებენ. ეს განადგურებული და დამთავრებული აგენტურა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი საერთო არ აქვს, წარსულია, ციხეშია გამოკეტილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

