სამშაბათი, ივნისი 16, 2026

„რამოდენიმე დღეში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ითოვებს ყველგან“ – კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

20 დან 26 თებერვლის ჩათვლით, მოსალოდნელი მკვეთრი აცივების გამო, გთხოვთ ყვავილები შეიტანოთ აივნებიდან სახლში ან შესაბამისად შეფუთოდ, ვინაიდან დასავლეთში წელს ძლიერი ყინვა არ დაფიქსირებულა, ვფიქრობ ეს რეკომენდაცია გამოგადგებათ.

ცბობისთვის რამოდენიმე დღეში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ითოვებს ყველგან, იქნება ყინვაც, დაზუსტებულ ინფორმაციას შემდეგ განახლებებში მოგაწვდით – წერს კობა ფარტენაძე.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი-დიალოგი ქართველ ახალგაზრდებთან

,,დიალოგი ქართველ ახალგაზრდებთანძვირფასო ქართველო ახალგაზრდებო, როდესაც ექვსი თვის წინ საქართველოში ჩამოვედი, ვიცოდი, რომ ბევრი თქვენგანი ირანს ძირითადად ახალი ამბების, სოციალური ქსელებისა და პოლიტიკური ნარატივების მეშვეობით იცნობდა. ეს სრულიად ბუნებრივია. მაგრამ დღეს მსურს თქვენთან ვისაუბრო არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელმა. ირანი მხოლოდ ის არ არის, რასაც ახალი ამბების სათაურებში ხედავთ. ირანი 90 მილიონზე მეტი ადამიანის ქვეყანაა; ქვეყანა, რომლის უნივერსიტეტებს ყოველწლიურად ასობით ათასი სტუდენტი ამთავრებს; ადგილი, სადაც ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, წერენ მუსიკას, იღებენ ფილმებს, მისდევენ სპორტს, მოგზაურობენ და, ისევე როგორც თქვენ, საკუთარ მომავალზე ფიქრობენ. ბოლო თვეები ჩემი ქვეყნისთვის რთული და მოვლენებით დატვირთული იყო. სანქციებმა, პოლიტიკურმა ზეწოლამ, უსაფრთხოების გამოწვევებმა და რეგიონულმა დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს მრავალი ადამიანის ყურადღება მხოლოდ ირანის ამ მხარეზეა კონცენტრირებული. მაგრამ ერების ცხოვრება მხოლოდ კრიზისებით არ განისაზღვრება. ისევე როგორც საქართველო მხოლოდ წარსული ომებითა და პრობლემებით არ არის ცნობილი, ირანიც არ არის მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტებისა და გამოწვევების ერთობლიობა. ირანი ჰაფეზისა და ფირდოუსის ქვეყანაა; ისპაჰანი, შირაზი, თავრიზი, იაზდი და ფერეიდანი ამ ქვეყნის საგანძურია, ირანი ათასწლოვანი ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და შემოქმედების ქვეყანა. განსაკუთრებით თქვენ, ქართველ ახალგაზრდებს, მინდა გითხრათ: ნუ დაეთანხმებით ნურც იმ სურათს, რომელიც ირანს სრულიად უნაკლო და იდეალურ ქვეყნად წარმოაჩენს, და ნურც იმ სურათს, რომელიც მხოლოდ პრობლემებსა და კრიზისებზე საუბრობს. აღმოაჩინეთ თავად. იკითხეთ. დასვით კითხვები. იმოგზაურეთ. ესაუბრეთ ირანელ ახალგაზრდებს. გაიცანით ადამიანები და არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ახალი ამბების სათაურთა გაცნობით. ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან. ჩვენი ისტორია საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაჯაჭვულა ერთმანეთთან — როგორც სასიამოვნო, ისე მწარე გამოცდილებებით. მწარე გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ, რათა ისინი აღარ განმეორდეს, ხოლო დადებითი გამოცდილებებიდან უნდა დავსახოთ იმედი, რომ ისინი ახალი ფორმით კვლავ განმეორდება. მომავალს არც პოლიტიკოსები შექმნიან და არც ისტორიკოსები — მას თქვენი თაობა შექმნის. მე მჯერა, რომ ირანელ და ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ერთმანეთისგან სასწავლად და მეგობრობისა და თანამშრომლობის ხიდის ასაშენებლად ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. ჩვენი საელჩო თბილისში თქვენი დიალოგის ადგილს წარმოადგენს და მოხარული ვიქნები, თუ ყოველკვირეულად შევხვდებით ერთმანეთს. სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს, დავესწრები თქვენს შეკრებებს, მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და მიღებულ აზრებს პასუხისმგებლიანად გადავცემ შესაბამის მხარეებს. ასევე მსურს ვეცადო ირანში თქვენი ჯგუფური მოგზაურობების დაორგანიზებას ან, თუ მასპინძლობისთვის მზად იქნებით, შემიძლია ირანელი ახალგაზრდების სამეცნიერო და ინტელექტუალური წრეები საქართველოში მოვიწვიო. პატივისცემით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

„როიტერი“ – უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობას უზღუდავს

უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება, მაქსიმუმ, რვა წლის ვადით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა ვრცელდება თანამდებობის დატოვებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა არჩევის შემთხვევაშიც.როგორც მედია აღნიშნავს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნება აეკრძალება.ცვლილება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც 1990 წლის 2 მაისიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ ცვლილებებს „მიკერძოებად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი წესი ევროპის არცერთ საპარლამენტო დემოკრატიაში არ არსებობს.

მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-თან მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.„მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული“, – წერს ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა „ყველა სცენარისთვის“ მზადაა და მთავრობის მთავარი პრიორიტეტი „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“ ირანელი ხალხის ინტერესების დაცვა იქნება.მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია.„თუ მისი ყველა დებულება სათანადოდ იქნება შესრულებული, ის, შეიძლება, ქვეყნისთვის საამაყო დოკუმენტად ჩაითვალოს“, – აცხადებს ფეზეშქიანი.

დონალდ ტრამპი – ირანთან გარიგება სრულად ხელმოწერილია, მთავარია, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე დაგვთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გარიგება „ხელმოწერილია“.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, მოიცავს თუ არა შეთანხმება ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას.„არა, არ მოიცავს“, – უპასუხა ტრამპმა.მისივე თქმით, სანქციების საკითხი ირანის მომავალ ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების შინაარსი ოფიციალურად „მალე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ“.

გარდაიცვალა ნელი სალაძე

86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.ინფორმაციას სალაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახლობლები და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებენ.ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961-1962 წლებში), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964 წელს). სალაძემ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976–1993 წლებში). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001წწ) და იაპონიის (1992,1996, 2000, 2002 წლებში) კლუბების სპორტსმენებს.სალაძეს 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.„მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა. ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ნათელი ხსოვნა ქალბატონ ნელი სალაძეს“, – ნათქვამია საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები