ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

პრემიერი: პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკასა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდას მიესალმება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

პრემიერის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაცაა.

“დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა.

„საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს”, – წერს პრემიერმინისტრი.

გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

19 მარტს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობაში გენდერულ კვოტირებაზე აზრთასხვადასხვაობაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი - გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი. პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.„ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, ,,ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო ჭიჭინაძე – მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს – არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“,ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები...

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს.ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს. ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია“, - წერს ანდრო ჭიჭინაძე.შეგახსენებთ, მსახიობების ნაწილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა. მსახიობთა პროტესტი ვასო აბაშიძის თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას მოჰყვა. თეატრზე ანდრო ჭიჭინაძის ბანერი იყო განთავსებული წარწერით: „თავისუფლება სისტემის პატიმრებს“.არსებული ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი „რუსთავი 2-ის“ გადაღებების გამო ჩამოხსნეს.შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, სანდრო ჭიჭინაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„17 ბედნიერი წელი შენთან ერთად და 15 ტკივილით სავსე წელი შენს გარეშე…“ – ბერი ანდრია დღეს 32 წლის გახდებოდა

ბერია ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, დედა თინათინი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის, ბერი ანდრიას შესახებ წერს. დღეს მას 32 წელი შეუსრულდებოდა. დედა იხსენებს იმ დროს, როდესაც შვილი გვერდით ჰყავდა და აღნიშნავს, რომ უმძიმესია ცხოვრება მის გარეშე.„32 წლის იუბილეს გილოცავ დე! უშენობა ამ ქვეყნად უმძიმესია დე!რას არ დავთმობდი ერთხელ მაინც რომ შემეძლოს შენი ჩახუტება… პირველის ერთ წუთზე იცოდი მოლოცვა ყველა დღესასწაულის, დაბადების დღის მოლოცვა განსაკუთრებულად გიყვარდა, ვერავინ დაგასწრებდა… ჩვიდმეტი ბედნიერი წელი შენთან ერთად და თხუთმეტი ტკივილით სავსე წელი შენს გარეშე…“

კახა კალაძე ჟურნალისტს – 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში!

ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.„თქვენ, რაც არ უნდა იწვალოთ, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა. 2011 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ყოველთვის დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს. ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„მედინას“ დირექტორის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „ცოტა გაუმჯობესებულია“, თუმცა მძიმედ ფასდება, დედის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

ახალშობილის გადარჩენაში, რომელიც ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინას“ სანიტარმა, ამავე კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ჩაერთნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა.მისივე განმარტებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის ასევე კლინიკაში რჩება.“ახალშობილის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება. ცოტა გაუმჯობესება აქვს. პირველადი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციული ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქ თბილისიდან ყველა წამყვანი სპეციალისტი ჩართულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმი გვქონდა, სხვადასხვა სპეციალისტებით ჩაერთნენ, ეტაპობრივად, რაც საჭიროა - უკეთდება. ბავშვის თბილისში გადაყვანა არ იგეგმება, რადგან არატრანსპორტაბელურია.ახალშობილის დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში რჩება“, - აცხადებს ჯუმბერ უნგიაძეგუშინ, ბათუმის კლინიკა “მედინაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო სიახლეები