კვირა, მაისი 10, 2026

პრეზიდენტის მოხსენების თარიღი ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა

თუ როდის გამოვა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობისი ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი თქმით, ეს საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია. რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უსმენს.

საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;მეტროსადგურ „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.უწყების ცნობით, საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ფეხით გონაშვილის ქუჩით.

ილჰამ ალიევი – ევროპელი დამკვირვებლები ისე იქცევიან, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ, ეს არაა საჭირო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს არ ჰქონდა გამიზნული  სომხეთის განადგურება ან მისთვის დამოუკიდებლობის წართმევა. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზანგილანის მცხოვრებლებთან შეხვედრისას გააკეთა.„დღეს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე კვლავ დგანან ევროპელი დამკვირვებლები, თითქოსდა ყარაულზე. მე მაშინაც ვამბობდი: თუ ჩვენ ერთხელ მაინც გავისვრით, მხოლოდ მათ ფეხის გულებს დავინახავთ და იქ მათი კვალიც აღარ დარჩება, მაგრამ ისინი იქცევიან ისე, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ.სომხეთს ჩვენგან დაცვა არ სჭირდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვლადიმერ პუტინი – სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა

დასავლელმა პოლიტიკოსებმა ყველა მოატყუეს, დაწყებული დაპირებით, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ამ ყველაფერმა კი უკრაინაში კონფლიქტი გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„დასავლეთის ამ ფიგურებმა, რომლებიც ცდილობენ უკრაინის გამოყენებას თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველა მოატყუეს და ახლა ამაზე საჯაროდ საუბრობენ. და ჩვენი მოტყუება დაიწყეს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. ნატო არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს აღმოსავლეთისაკენ – ასე გვეუბნებოდნენ მაშინ. და რა გამოვიდა? სად არის ეს? აი, ამ ყველაფერმა   ერთობლიობაში, გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია“, – აღნიშნა პუტინმა.მისი თქმით, სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით.„ისინი ჩვენთან ომობენ, უკრაინელების ხელით, მაგრამ, გავიმეორებ, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზეც. მისი თქმით, ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა იმ იმედით, რომ რუსეთში ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი რაღაცის ხელში ჩაგდებას შეძლებდნენ.„რატომ გაწევრიანდა ფინეთი ნატო-ში? ფინეთთან რაიმე სახის ტერიტორიული დავა გვქონდა? – არა. ყველაფერი დიდი ხნის წინ მოგვარდა, არაფერი იყო საჭირო და ფინეთის ხელმძღვანელობას ეს ძალიან კარგად ესმოდა. რატომ შეუერთდნენ ნატო-ს? – იმ იმედით, რომ აქ ყველაფერი ჩამოიშლებოდა და ისინი მაშინვე რაღაცებს ხელში ჩაიგდებდნენ“, – განაცხადა პუტინმა.

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.სამინისტროს განცხადებით, სამეფო საზღვაო ძალების HMS Dragon-ის ტიპის გემი მონაწილეობს განაღმვით ოპერაციებში და დაიცავს გემებს მკაცრი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში.„წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს, საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში, სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადეს სამინისტროში.

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე – საკითხს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები

ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება, დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო და კეთდება შესაბამისი დასკვნები. ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას.მინისტრის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს.ორი კვირის წინ, როდესაც ბრიტანეთის მაგალითზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, გულწრფელად – ემპათიის, სოლიდარობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო – ველოდებოდი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფონზე კი გარკვეული ჯგუფები ბრალდებებს აყალიბებდნენ მაშინ, როდესაც ბრიტანეთს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ხოლო სხვა ქვეყნებს, მათ შორის, შვედეთსა და დანიას, დღემდე არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით. განა ისინი არ არიან ევროპული სახელმწიფოები?“ – განაცხადა მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.„შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება, რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა „ვამოროლონი“ იმ „კორტიკოსტეროიდთან“ შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც. ისინი არ ჩქარობენ და ფიქრობენ, ღირს თუ არა „დეფლაზაკორტის“ „ვამოროლონით“ ჩანაცვლება. ანალოგიური მიდგომაა „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებითაც. საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები