ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტში შედის.

მოგვიანებით ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით, სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „DRG“ მეთოდით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფისა და „ DRG“ წონის მიხედვით გამოითვლება ტარიფი კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან იქ მკურნალობისა და გაწერის ჩათვლით“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაველ ჰერჩინსკი – პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები

ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში, როგორც მანამდე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ელჩის თქმით, ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.„პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია, არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირის მიმართულებით სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ელჩმა.

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა

ევროპა ლიგის ფინალამდე, უეფა-მ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მიქაუტაძე ორ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის მოხვდა.„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი 2024/25 წლების ევროპის ლიგაზე საგოლე გადაცემებით მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძე იმ მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გოლი+პასის სისტემით.საგოლე პასები (ევროპა ლიგა 2024/25):რაიან ჩერკი („ლიონი“) – 8დრის მერტენსი („გალათასარაი“) – 6გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) – 5გოლი + პასი (ჯამური ქულა):რაიან ჩერკი („ლიონი“) – 12ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 11ჟორჟ მიქაუტაძე („ლიონი“) და დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“) – 9შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ უეფა-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. აღნიშნულ ეტაპზე მიქაუტაძის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი.„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის, მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა-საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კასოსთან მოხდა.საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.კუნძული კასოსი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1000 ადამიანია, ეგეოსის ზღვაში მდებარეობს კრეტასა და როდოსს შორის.მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები