ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

პირველად ისტორიაში – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოს და ისლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის

ქართველი კალათბურთელები დამარცხდნენ 77:80, მაგრამ ზუსტად იმ ანგარიშით რომელზე მეტით წაგებითაც მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდია ითამაშებდა.

უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში პირველი ნახევრის პირველი პერიოდი დასრულდა ფრედ – 19:19, მეორე პერიოდი და მეორე ნახევრის ორივე პერიოდი კი სტუმრებმა თითო-თითო ქულის სხვაობით მოიგეს და საბოლოოდ ტაბლოზე 77:80 (19:19, 23:24, 18:19, 17:18) დაფიქსირდა.

ამრიგად საქართველოს და ისლანდიის ნაკრებმა გუნდებმა შესარჩევ ეტაპი თანაბარი ქულებით დაასრულეს და მათ შორის უმჯობესი ვერც ურთიერთშეხვედრებმა ვერ გამოავლინა, რადგან  ისლანდიაში საქართველოს მატჩი სამი ქულით ჰქონდა მოგებული (88:85). დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებს მიეკუთვნა და იგი ჯგუფიდან ესპანეთთან და იტალიასთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი.

დღეს გამართული კიდევ ორი მატჩი ასე დასრულდაა:

უკრაინა – ნიდერლანდები 72:56(18:17, 16:14, 23:8, 15:17)
ესპანეთი – იტალია 68:72(16:13, 13:20, 15:19, 24:20)

ესპანეთი 10 8-2 823:703 18
იტალია 10 8-2 8 81:736 18
საქართველო 10 5-5 795-814 15
ის;ლანდია 10 5-5 786-842 15
უკრაინა 10 4-6 811-797 14
ნიდერლანდები 10 0-10 712-816 10

მსოფლიო ჩემპიონატი ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება 25 აგვისტოდან 10 სექტემბერის ჩათვლით. მასში მსოფლიო 32 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება აღებული აქვთ მათი კრიტიკისკენ, ცოტა ხანში შეურაცხყოფაზე გადავლენ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება მათი კრიტიკისკენ აქვთ აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ.როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდა, თავის ამომრჩეველს უთხრას, რომ ამერიკელებს ელაპარაკებოდნენ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მაგრამ მათ პატივი არ სცეს.„„ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდათ, თავიანთ ამომრჩეველს უთხრან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამერიკელებს ველაპარაკებოდით, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მათ კი ჩვენს დამოკიდებულებას პატივი არ სცესო, ამიტომ გადავალთ მათი შეურაცხყოფის რიტორიკაზე. ეს ჩანართი ასეთი ტიპის პრელუდია მგონია. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არის იმისთვის, რომ ამერიკელებმა წაიკითხონ. ის არის ქართველ ამომრჩეველზე გათვლილი და არა ამერიკელებზე, რომლებიც ამას ყურადღებით გაეცნობიან. მათთვის კარგია, ამერიკელებთან ურთიერთობა რომ დაალაგონ და ტრამპმა „ქართული ოცნება“ შეიყვაროს ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს რომ არ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, ამერიკელების კრიტიკისკენ აქვს მიმართულება აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 80-ზე მეტი მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტისა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება.საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.დავით გურგენიძის განცხადებით, მზარდი და ცვალებადი გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარემოს ინჟინერიის სფერო უფრო მეტად ფართოვდება, რადგან გამოწვევების დასაძლევად, გამოყენებითი მათემატიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების დახმარებით, საჭირო ხდება ახალი, უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავება, რაც ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რექტორის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სწორედ გარემოს ინჟინერიის სფეროში თავმოყრილ გამოწვევებსა და გამოცდილებაზე მსჯელობას ითვალისწინებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“. ეს სამეცნიერო ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აერთიანებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე, თანამედროვე მსოფლიო.გარემოს ინჟინერიის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი ათვისება, სამრეწველო ქიმიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებები, ურბანული მდგრადობა და სამოქალაქო ინჟინერია და, რასაკვირველია, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე, მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევები. აღნიშნული საკითხების შეჯერება მოითხოვს ღია, მრავალდისციპლინურ დიალოგს, რაც ამ სამდღიან სემინარზე გველის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოველთვის მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა და ახლაც შეაქვს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პროგრესსა და საინჟინრო დარგების განვითარებაში, ვმონაწილეობთ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში, უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, გვაკავშირებს სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაცია ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან, ვაგრძელებთ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობას, ასევე, გამოყენებით მეცნიერებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე მუშაობას, რომლებიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებსაც და ითვალისწინებს გლობალურ პროცესებში ჩართულობასაც.სემინარში მონაწილეობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს - პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერებსა და პროფესორებს პოლონეთიდან, სომხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ დისკუსიებს, ახალ იდეებსა და წარმატებებს საერთო მისიის შესასრულებლად, რაც გულისხმობს გარემოს ინჟინერიის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას მეცნიერებით, ინოვაციებითა და ეფექტიანი თანამშრომლობით“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს,გარემოს ინჟინრების ხედვა და მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, ვრცელია და ისინი ყველა საკვანძო საკითხის გადაჭრაში არიან ჩართულნი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალება, მწვანე წარმოება და ქიმია-მიკრობიოლოგია, მდგრადი ურბანული დიზაინი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჰიდროლოგია, სისტემების დიზაინის შექმნა და სხვა.საერთაშორისო სემინარის მუშაობა სამი დღის განმავლობაში სამ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები და მშენებლობა. სამეცნიერო ღონისძიება 16 მაისს დაიხურება.

პაპი ლეო XIV – ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ

ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ვატიკანში გამართულ აუდიენციაზე განაცხადა.როგორც „გარდიანი“ წერს, პონტიფიკოსმა შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ.„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგროსამდე და კავკასიამდე რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს, შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ღირსება, მშვიდობის ღირსება. მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო.შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს.კომიტეტის სხდომაზე უკრაინის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გადასცეს, რომელშიც ის ტრიბუნალის დაფუძნების თხოვნით გამოდის.სპეცტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა.მედიის ცნობით, ტრიბუნალის შექმნისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები შეიძლება, 2025 წლის ბოლოს, ან 2026 წლის დასაწყისში დასრულდეს.მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეცტრიბუნალის შექმნის ძირითადმა ჯგუფმა, რომელშიც შედის 40-მდე ქვეყანა, ევროკომისია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური და ევროპის საბჭო, ტექნიკურ პროექტზე მუშაობა დაასრულა.პროექტი შედგება სამი მთავარი დოკუმენტისგან: უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ტრიბუნალის ფორმირების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, მისი წესდება და შეთანხმება ტრიბუნალის მართვის შესახებ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“.„გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“ ეხება ტრიბუნალის მართვასა და დაფინანსებას. ზოგიერთ ქვეყანას შეეძლება, მას ხელი ავტომატურად მოაწეროს ევროპის საბჭოში თავისი წევრობის საფუძველზე, სხვებს კი დასჭირდებათ დოკუმენტის რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში.

ბოლო სიახლეები