ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

პეტრ ბისტრონი – მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ

ევროპარლამენტი მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებასა და ენჯეოაქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ახლა დაპატიმრებულია. თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, რა ხდება ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპალრამენტარმა პეტრ ბისტრონმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

„მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც შვიდი თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას სძულს სიტყვის თავისუფლება; „იუთუბერი“ შტეინი, რომელიც ციხეში ცხრა თვით გაუშვეს. მას არ უცემია პოლიციელი, უბრალოდ მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლებას. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“,- განაცხადა ბისტრონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლა“ – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

„ჰეზბოლა“ ისრაელსა და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.დაჯგუფება მხარდაჭერას უცხადებს ხამენეის და აცხადებს, რომ „ლიკვიდაციის მუქარები სულელური და უგუნურია“.„ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. უბრალოდ მათი გაჟღერებაც კი ასობით მილიონი მორწმუნის შეურაცხყოფაა და მათი, ვინც დაკავშირებულია ისლამთან. დღეს ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე და გაერთიანებული ვართ მის გარშემო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლა“ არ ჩართულა ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 13 ივნისს ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ. თუმცა, ლიბანურმა დაჯგუფებამ დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები.

გაუსაძლისია ამ ქალბატონის ტკივილი,წყეულიმც იყავ, სააკაშვილო-რას წერს ია მეტრეველი

,,ღმერთოო! გაუსაძლისია ამ სადისტი, მანიაკი სააკაშვილის და მისი ზონდერების მიერ ჩადენილი, სასტიკი დანაშაულების შესახებ მოსმენა, გაუბედურებული ოჯახების მიერ , კომისიაზე . ქედს ვიხრი , ამ სათნო ქალბატონის, სასტიკად მოკლული, დათო ცინდელიანის დედის წინაშე, რომელიც ასე უდანაშაულოდ გაანადგურეს. თავს ვეღარ ვთოკავ ემოციებისგან. ძალიან ცუდად ვარ. გაუსაძლისია ამ ქალბატონის ტკივილის გააზრება, თუ რა დღეშია. ღმერთო, შენ გააჩინე სამართალი და მიუზღე ყველას, ამ მკვლელებს , ის რაც ეკუთვნით! წყეულიმც იყავ სააკაშვილო ,შე მანიაკო , რამეთუ შენა ხარ ამ ყველა უბედურების თავი და თავი !თქვენ კი, მოგმართავთ, ვინც ჯერ კიდევ სააკაშვილის და მისი სასტიკი რეჟიმის მომხრეები ხართ, დაფიქრდით ხალხნო, ვის უჭერთ მხარს , უყურეთ და მოისმინეთ მაინც, კომისიაზე გამოსული, გაუბედურებული ხალხის ისტორიები. წარმოუდგენელია, ამ ჯალათებს როგორ უნდა ჰყავდათ კიდევ, თუნდაც ცოტა , მაგრამ მაინც , მომხრეები. ეს რა უბედურება გვჭირს''-წერს ია მეტრეველის

თამარ არღვლიანი: ჩემს შვილს ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, დავით ცინდელიანის დედას, თამარ არღვლიანს უსმენენ.თამარ არღვლიანმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ მოხდა მისი შვილის გატაცება და შემდეგ მკვლელობა.„მოვყვები მოკლედ, როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ, სისხლისმსმელმა სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი – დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიბარეს ვითომ თათბირზე, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით. ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა დაიბარეს ქუთაისში ვითომ თათბირზე. როგორც კი ჩავიდნენ ქუთაისში, დახვდა ცხრაკაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცებინათ ჩემი უდანაშაულო შვილი. დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან. ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე და დახვრიტეს. ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი

ევროპარლამენტმა 405 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზე მიუთითებს.რეზოლუციის წინააღმდეგ 210 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 36 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.ანგარიში მიუთითებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სისტემურ და ახალ საფრთხეებზე. განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატულია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ტენდენციების, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმების გამო.ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობას და აკრიტიკებს კორუფციის გამოძიებაში ჩარევას, სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.დეპუტატებმა დაგმეს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმები, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური პროგრამების გამოყენება და დემოკრატიულ პროცესებს ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გავრცელება.რეზოლუციაში აღნიშნულია უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტქი+ პირების უფლებების დაცვის გაუარესება. ევროპარლამენტმა გასცა მოწოდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შესახებ ევროკავშირის დონეზე.ანგარიშში საუბარია უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის ღირებულებების სისტემურ დარღვევებზე, პროკურატურაზე პოლიტიკურ ზეგავლენასა და ევროკავშირის ფონდების არასათანადო გამოყენება.ზე„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენელმა ანა კატარინა მენდესმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტს არ შეუძლია ევროპული ღირებულებების საფრთხეების იგნორირება.„დემოკრატია ვითარდება ხელისუფლების დაყოფის, პრესის თავისუფლების, მართმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე. ამის გარეშე, კანონის უზენაესობა ცარიელ ფორმალობად იქცევა და ავტორიტარიზმისთვის სივრცე იხსნება. ამ პარლამენტს არ შეუძლია ჩვენი ღირებულებების საფრთხეების იგნორირება, როცა იტალიაში ჟურნალისტებს სპეციალური პროგრამებით მიზანში იღებენ, უნგრეთში ლგბტქი+ პირების ძირითად სამოქალაქო თავისუფლებებს თავს ესხმიან და პოლონეთში ახალი ნაციონალისტი პრეზიდენტი რეპროდუქციულ თავისუფლებას ემუქრება“, – განაცხადა ანა კატარინა მენდესმა.რეზოლუცია წარმოადგენს ევროპარლამენტის წვლილს კომისიის 2025 წლის კანონის უზენაესობის ანგარიშის მომზადებაში. დეპუტატებმა მოუწოდეს კომისიას, უფრო მკაცრი რეკომენდაციები ჩართოს და იმუშაოს მეთოდების გაუმჯობესებაზე. ასევე, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს მოუწოდეს საფრთხეების წინააღმდეგ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს კაცები – +100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები +78 კგ-ში გამოვლენ.ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება.ქალების ტურნირზე სოფიო სომხიშვილის (+78კგ) პირველი მეტოქე კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი იქნება.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძე (90 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბოლო სიახლეები