უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ნადეჟდა სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა. პეტრო პოროშენკოს ეს სიტყვები „უკრაინსკაია პრავდას“ მოჰყავს.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორი ბრწყინვალე და მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. პირველი ეს იყო რადასთან გაშლილი ე.წ. საპროტესტო ბანაკის მონაწილეთა კავშირის დამტკიცება მალოროსიის პოლიტიკურ ემიგრაციასთან რუსეთში, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. მიღებულია სანდო ინფორმაცია და გადავკეტეთ დნეპრისა და მდინარე მოსკოვის დამაკავშირებელი ფინანსური არხი, რომლითაც ამ ადამიანებს 30 ვერცხლი გადაჰქონდათ”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, სავჩენკოც და სააკაშვილიც უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოროშენკოს Facebook-ის გვერდზე უპასუხა. სააკაშვილმა უკრაინის ლიდერს მატყუარა უწოდა. სააკაშვილის მტკიცებით, მისი სახელი უკვე მოხვდა სახელმძღვანელოებში, ხოლო „პოროშენკოს გვარი მხოლოდ სასამართლო და კრიმინალურ ქრონიკაში შევა”.