უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული პარტიის „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეჩერდება, ვიდრე მაუწყებლის მიერ ახალი ამბების მიუკერძოებლად გაშუქება არ იქნება უზრუნველყოფილი.
ამის შესახებ მადიარმა 12 აპრილს არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა ახალმა სამეურვეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს.
ცნობისთვის, პარტია „ტისამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. არჩევნების საბოლოო შედეგები 4 მაისს გამოცხადდება.

