ორშაბათი, მარტი 9, 2026

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია  

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა – ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა  დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო  15 იანვარს დაადო.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან, უპირობო მხარდაჭერას, უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს და ჰიმნი ისმის

გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ჩვენ თითოეული შეჯიბრიდან თუ ტურნირიდან ყოველწლიურად მაქსიმალურ შედეგს ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თითოეული ნაბიჯი და მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას, ყოველდღიურ შრომას უკავშირდება.„ქართველები მაქსიმალისტები ვართ, გვინდა, მეტს მივაღწიოთ, საუკეთესოები ვიყოთ, მუდამ გვწყურია გამარჯვება. ეს ადვილი არ არის. ძნელი და რთულია, უპასუხო გულშემატკივრის ასეთ მოთხოვნას, რადგან თითოეული ნაბიჯი, მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას და ყოველდღიურ, მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება.მეორე მხრივ კი, ეს მხარდაჭერა, გულშემატკივრის სიყვარული და ენერგია იძლევა იმ ძალას და მოტივაციას, რაც სპორტსმენს მიზნისკენ სვლაში ეხმარება.წლების წინ არსებობდა სპორტის რამდენიმე პოპულარული სახეობა, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა და ბევრი სახეობა გულშემატკივართა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ეს ვითარება სრულად შეიცვალა.ჩვენ დღეს ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს.ამ ყველაფრის გამოხატულებაა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც, მის ფედერაციასთან ერთად, ვულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ვუხდი მადლობას. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

პიტერ სიიარტო – რატომ გადაჰქონდათ უნგრეთის გავლით ნაღდი ფული, რაში დახარჯეს, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული...

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის ტერიტორიაზე „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების მიერ გადატანილი თანხა შესაძლოა, „უკრაინულ სამხედრო მაფიას“ ეკუთვნოდეს.მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და ასევე, რაში დახარჯეს ეს ფული.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სავარაუდოდ არ შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კვლავ გაბრაზდა იმის გამო, რომ უნგრეთში უკრაინული ნაღდი ფულის ტვირთი დავაკავეთ, რომელსაც უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები ესკორტირებდნენ. თუმცა, არ უნდა გავბრაზდეთ; საბოლოოდ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვებს: რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული? რაში დახარჯეს ეს ფული და ვის ინტერესებში შედიოდა ის? რამდენი დაიხარჯა უნგრეთში და ვის ინტერესებში? უკრაინელებს უკვე სამი დღეა, არ შეუძლიათ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს…“, – წერს სიიარტო.ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთს ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე

მომღერალ ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დედა, მუსიკოსი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ანრიმ დედის გარდაცვალების შესახებ პირველად “იმედის კვირაში” ისაუბრა.“ორთვენახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ და უცებ ყველაფერი მოტრიალდა უკუღმა. წავიდა ჩვენგან. ვერ ვიღებ ამ მოცემულობას, არ იყოს რუსიკო ჩვენს გვერდით წარმოუდგენელია.სახლში არის აბსოლიტური სიცარიელე. ხანდახან ვფიქრობ რატო გახდა ასეთი პოპულარობა ჩვენი დედა-შვილობა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა და არ იყო სიყალბე. ეს იყო ქალი რომელიც არასდროს გვზღუდავდა, ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენში ადამიანი აღეზარდა.როცა კონკურსებზე მიწევდა წასვლა, წავიდოდა ისესხებდა პროცენტიან ვალებს მე რომ თვითმფრინავის ბილეთები მეყიდა და მან გააკეთა ყველაფერი ჩემთვის” - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.მუსიკოსმა სიუჟეტში გულახდილად ისაუბრა მის განცდებზე და განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ინსტრუმენტთან დაჯდომაც არ შეეძლო.ამის მიუხედავად მან შეძლო და დედის დღეს კონცერტი გამართა, რომელიც დედის რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა.

მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა.მათივე ცნობით, ვიზიტი ისრაელსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე დაიგეგმა, რადგან გუშინ ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით მოკავშირეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.ამერიკელმა უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გეგმების შესახებ, მაგრამ არ მიუთითა, რომ დარტყმები ასეთი მასშტაბური იქნებოდა.„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეა იყო“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროები ძირითადად სიმბოლურ დარტყმას ელოდნენ და გაკვირვებულები იყვნენ ოპერაციის მასშტაბებით.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა – „ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს, რომ ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.„ვესაუბრე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს. ვუთხარი მას, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია საფრანგეთის მოქალაქეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის უსაფრთხოება და საფრანგეთში დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის საელჩოში იმყოფებიან.ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გაუქმებით.და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებასთან, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მის ყველა საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ამჟამინდელი კრიზისის სათავე გახდა. დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების მოსაგვარებლად, ესკალაციის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ბოლო სიახლეები