შაბათი, მარტი 15, 2025

პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს FB პოსტით აღშფოთებულებს: სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ კვერს...

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. პოსტს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.„მორჩა კინო, წადით სახლებში!„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები“.ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია.ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია. ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ - კვერს უკრავდით?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა – დაღუპულია 32 წლის კაცი

სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა.32 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება უნდა მიიღოს. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.მაკრონმა განაცხადა, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს.„ახლა რუსეთმა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული შეთავაზება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის აგრესია უკრაინაში უნდა შეწყდეს. ძალადობა უნდა შეწყდეს, ასევე განცხადებებით გაჭიანურებაც“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.მან ასევე აღნიშნა, რომ 11 მარტს პარიზში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების დაახლოებით 40 შტაბის უფროსი.საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 15 მარტს ის გააგრძელებს მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და ვიდეოკონფერენციას გამართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, უკრაინის პრეზიდენტთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.​​​​​​​​​​​​​​​​

სტუდენტი თემურ ვაჭარაძე – პროტესტის ფორმებზე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, არ ვაპირებთ გაჩერებას, პროცესები თვითონ მიგვანიშნებს, როგორ წარვმართოთ, ჩვენი მიზანია, უსამართლობა არ გახდეს ნორმალიზებული

პროტესტის ფორმებზე ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ, არ ვაპირებთ გაჩერებას და პროცესები თვითონ მიგვანიშნებს, როგორ უნდა წარვმართოთ ის, – ასე უპასუხა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თემურ ვაჭარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა ფორმით აპირებენ სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას.„ჩვენთვის მთავარი არის, რომ გვაქვს მიზანი და ეს მიზანია, ამ ქვეყანაში უსამართლობა არ გახდეს ნორმალიზებული და ის ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი იყოს თავისუფალი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ვაჭარაძემ.თემურ ვაჭარაძემ ასევე განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს ყველა ნაწამებ, აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს და მათთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.სტუდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათი უნივერსიტეტში დაბრუნებით ვინმეს თუ ჰგონია, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და ამის გამო ისინი რამეს არ გააპროტესტებენ, ბოდიშს მოიხდიან, ან გაფრთხილებას მიიღებენ იმაზე, რაც არ ჩაუდენიათ, ძალიან ცდება.სტუდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კარის გაღების პრობლემა არ იყო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები გავიდოდნენ, მაგრამ იმაზე, რომ ჩანაცვლებოდნენ, ვინმე შესულიყო, ან საჭმელი შეეწოდებინათ, ამაზე პრობლემა იყო.„ბატონი გიორგი შაუტაშვილი იმას იძახის, რომ კარები იმიტომ არ იღებოდა, ისევ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რაც არის სიცრუე. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ საჭმლის შემოტანას ვითხოვდით, გარეთ იყო ჩვენი ორი სტუდენტი, რომ უბრალოდ, საჭმელი შემოეწოდებინათ. ჩვენ თავიდან იმაზეც არ ვიყავით წინააღმდეგი, რომ უკანა კარიდან მომხდარიყო ეს ყველაფერი. იმ დღეს, როდესაც გვითხრა უარი დაცვის უფროსმა მამუკამ, რომ საჭმლის შემოწოდება და ჩანაცვლება არ მოხდებოდა, ხოლო თუ გასვლა გვინდოდა, კარი მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაიღებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა ბევრი ადამიანი კარებთან და ეს მოხდა ბანერების გამო, რადგან დავკიდეთ ბანერები, რომელზეც ეწერა „ხელახალი არჩევნები“. როდესაც ამბობს, რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ეგ არის სიცრუე და ტყუილი. არ მინდა, რომ ასე მიწევდეს საუბარი, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – განაცხადა ვაჭარაძემ.ამასთან, სტუდენტმა თქვა, რომ როდესაც დაცვის უფროსს ეკითხებოდნენ, ვისი დავალება იყო, რომ ჩანაცვლება და საჭმლის შეწოდება არ მომხდარიყო, ის ეუბნებოდა, რომ ეს რექტორის დავალებით იყო.„პოლიცია როდესაც გამოიძახეს გარედან, შემოვიდა პოლიცია, ვკითხეთ და გვითხრა, რომ ეს რექტორის გადაწყვეტილებაა, სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამიტომ, რომ იძახის, მე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღიაო, ეგეც არის სიცრუე“, – განაცხადა ვაჭარაძემ.მისივე თქმით, რექტორს არ უზრუნია იმაზე, რომ სტუდენტებსა და მას შორის რაღაცნაირად, პრობლემები მოგვარებულიყო.„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფების შემდეგ არანაირი სურვილი არ გვქონდა მასთან საუბრის. იმ ყველაფრის შემდეგ, როდესაც რექტორი საჭმლის შეწოდებაზე უარს გეუბნება, ჩანაცვლებაზე უარს გეუბნება, გათბობას არ გირთავს და გეუბნება, გათბობას ვერ ჩაგირთავთ, რადგან სპექტაკლების გამო ფული უნდა დავზოგოო, როცა ცალკე არის სპექტაკლების თანხა ბიუჯეტში და ცალკე გათბობის თანხა, კი ბატონო, ეგ არ არის არანაირი პრობლემა, მაგრამ როდესაც შენს გათბობას, შენს ნივთს არ გატანინებს, რომ გათბე დეკემბერში და იანვარში, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი არ გვქონდა, რომ გვესაუბრა“, – განაცხადა ვაჭარაძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს მათი ურთიერთობა, როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომლის პრობლემაც ფაქტია, დგას და როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს მოცემულობა აკადემიურ სივრცეს დაუბრუნდეს, სტუდენტმა განაცხადა, რომ ისინი სწავლის პროცესს და აკადემიურ პროცესს აქამდე, 83 დღის განმავლობაში, რაც უნივერსიტეტში იყვნენ, ხელს არ უშლიდნენ.შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც რექტორმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, სხვა სტუდენტებს მოუწყვეს, რის გამოც დანარჩენი სტუდენტები უხერხულობას გრძნობენ, თემურ ვაჭარაძემ თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ არსებობს.„თუ ამბობს, რომ ასე იყო, მაშინ მოიყვანოს არგუმენტი, ან ფაქტი, როდესაც ჩვენ რომელიმე სტუდენტი სირცხვილის კორიდორში გავატარეთ. ჩვენ ყველა სტუდენტთან გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან პატარა უნივერსიტეტი გვაქვს, ასე თუ ისე, ყველას ვიცნობთ და ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რომ ისინი შესულიყვნენ და ესწავლათ“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.

გერმანიის ოთხმა პარტიამ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა შეათანხმა

გერმანია უკრაინის დახმარებას სამი მილიარდი ევროთი გაზრდის. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის ოთხმა პარტიამ, რომლებმაც ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს „ვალის მუხრუჭის“ რეფორმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დროს ასევე შეათანხმა უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაც.შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა, გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და პარტიამ „კავშირი 90“/„მწვანეებმა“.„ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნული სახსრების გამოყოფას დათანხმდა.უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამიზნული დამატებითი თანხა, შეიძლება, უკვე მომავალ კვირაში გამოყონ.ცნობისთვის, გერმანიაში საარჩევნო კამპანიის დროს ამ თანხის გამოყოფის შესახებ, რაც აუცილებელია კიევისთვის შეიარაღების მიწოდების გასაგრძელებლად, მწვავე დებატები მიმდინარეობდა.როგორც გერმანული მედია წერს, კანცლერი შოლცი დათანხმდა ამ ნაბიჯს იმ პირობით, რომ „ვალის მუხრუჭის“ პოლიტიკა შერბილდება გერმანიის თავდაცვითი ხარჯების გასაზრდელად. ეს რეფორმა საშუალებას იძლევა, თავდაცვითი ხარჯები გათავისუფლდეს გერმანიის კონსტიტუციაში გაწერილი „ვალის მუხრუჭისგან“ და შეიქმნას 500 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დასაბანდებლად. პარტიებს შორის კომპრომისი ასევე ითვალისწინებს 100 მილიარდი ევროს გამოყოფას კლიმატისა და ტრანსფორმაციის ფონდისთვის.

ბოლო სიახლეები