კვირა, სექტემბერი 6, 2026

პაატა მანჯგალაძე – მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია და შეიძლება, იქიდან ვითარება სხვანაირად ჩანს, დღეის მონაცემით, პროცესების ქუჩაში გადასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება, იქიდან ვითარება სხვანაირად ჩანს. დღეის მონაცემით, ამ წუთას იმის შესაძლებლობას, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძე აცხადებს, ახლა მუშაობა მიმდინარეობს არჩევნებთან დაკავშირებით.

„2020 წელს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული იყო პრემიერობის კანდიდატად და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამაზე არანაირ პრობლემა არ ყოფილა. ეს სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. 2020 წლის შემდეგ ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება კანონმდებლობაში არ შესულა, შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობდეს. თუმცა „ქართულ ოცნების“ მხრიდან გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას. ჩვენ მასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მან რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა ამ პოლიტიკური აქტივობის შტაბის აუცილებლობის შესახებ და ეს პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება, იქიდან ვითარება სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით პროცესების ქუჩაში გადასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უფლებადამცველი, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის შეფასებით, ერთადერთი რაც მიმდინარე გამოძიების შედეგად გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს არის ის, რომ “ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა.”“ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა,”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.მათივე ცნობით, შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს.„უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ჩვენ ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბარი საინტერესო იყო და ის პენსიაზე გასვლის შემდეგაც ემახსოვრება.„მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, დღეს აქ მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებოდით ამ შეხვედრას. ჩვენ ჯარედ კუშნერთან, კირილ დმიტრიევთან ერთად ვსხედვართ, შემდეგ იური უშაკოვი შემოგვიერთდა და ყველამ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვექნება პენსიაზე გასვლისას ეს შესანიშნავი ისტორიები და მოგონებები. ჩვენი საუბრები თქვენთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება“, – განაცხადა უიტკოფმა.ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საზღვაო ქვეით რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააკავეს.„გილმანის ოჯახი წარმოუდგენლად მადლიერია თქვენი დახმარებისა და მისი სამშობლოში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს.გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა.ცნობისთვის, გუშინ, ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა ამოიყვანეს.ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5600-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ირაკლი ქადაგიშვილი – როგორც კი ღარიბაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, „ნაცმოძრაობის“ „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და იგივე ნარატივის გაგრძელება, დაიწყეს – განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი,...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე საუბრობს, ოპოზიციის ნაწილისთვის იყო ნიშანი, რომ შტურმი დაეწყოთ.ქადაგიშვილი ყველაფერ ამას შეთანხმებულ ქმედებას უწოდებს.„როგორც კი ღარიბაშვილმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მათი „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ნარატივის გაგრძელება, გაღრმავება დაიწყეს. ვფიქრობ, დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტზე დაეწყო დამატებით საგამოძიებო მოქმედებები. არცერთ გამოკითხულს არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, შემხებლობა ჯორბენაძის „ქეისთან“. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ აქ ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებმა რაღაც იცოდნენ და ახლა საშუალება მიეცათ და ხმა ამოიღეს, არამედ არის პირდაპირი ფაქტი, რომ ერთი განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ შეთანხმებული ქმედება იყო.თავისას არ იშლიან, არაფერი არ იციან, არაფერთან შემხებლობაში არ არიან და ამ ტყუილებით ცდილობენ... ესენი ხომ სიკვდილის გარშემო ცოცხლობენ?! ამით უნდათ რომ იცხოვრონ. ადამიანის ტრაგედიით უნდათ, თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივონ. მათი საკვები არის მუქარა, ძველი რეპრესიების ნოსტალგია და თუ ვინმეს რაიმეს დააბრალებენ და თუ ვინმეს გარდაცვალების გარშემო პოლიტიკურ საკვებს მოძებნიან, ეს არის მათი მთელი შინაარსი. უკაცრავად, მაგრამ მათ ამ სუიციდურ მისწრაფებებს ვერ აჰყვება საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.რაც შეეხება გამოკითხულთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო უწყება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენებ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს გამოკითხვაზე არ იბარებს, ქადაგიშვილის ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიტინგი მოაწყონ საკუთარი სურვილები დემონსტრირებისთვის“.„მათი ამ პოლიტიკური მარაზმის დიდხანს ყურება და კომენტარების გაკეთება, ცოტა ზედმეტიც არის“,- განახადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი გამოკითხვის შემდეგ – დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს – ბოლოს რომ შემხვდა, საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, იმის...

ზურაბ ჯორბენაძე ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ მას თავი არ მოუკლავს - ბოლოს რომ შემხვდა, მას საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა, გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის სამართველოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. როგორც გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, ლაზარე ჯორბენაძეს არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ,,ოთხი დღით ადრე, გარდაცვალებამდე, მე ზურაბ ჯორბენაძეს შევხვდი, დავსახეთ გეგმები. აღდგომის შემგომ უნდა შევხვედროდით და გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგოური პრობლემის მსგავსი არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს - სასულიერი პირი ლაზარეს შაბათს იხრჩობს თავს. ახლო ნათესავი არის, მე რასაც მეუბნებოდა, დეიდაშვილი არისო. აჭარაში ჩვენ ზურა არაერთხელ გვყავდა კანდიდატად დაყენებული და მის მიმართაც გარკვეული მხილებები ჰქონდა, იქ ამხელდა. თვითონ წარმოშობოთ ხულოდან არის. ხულოს რაიონშიც ბევრ დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდა ზურაბ ჯორბენაძე. ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფისქოლოგია არ იყო მოწყობილი ისე, რომ მას თავი მოეკლა. ზურაბ ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ჩამომახრჩობენოო...მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და ა.შ. სიმართლის თქმა განაპირობებდა, რომ ის ხუმრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს. ის იყო სასულიერო პირი. თქვენ არ სვამთ შეკითხვებს, თუ რას ფიქრობს საპატრიარქო. როგორ არ მაქვს საპატრიარქოსთან შეკითხვა? იმიტომ, რომ ზურაბ ჯორბენაძე ბოლოს რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წარმოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი",- განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ბოლო სიახლეები