მოგესალმებით. ის დროა, როცა დიდი საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ… 
დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელახლა გაგვიჩინა იმედი, რომ ზღაპრული სცენარი – 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑 კვლავ რეალურია! მოთამაშეების ნაწილი, რომლებიც იყვნენ კონკურენტები ამ ბრძოლაში, ფინალამდე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ვინც განიხილებოდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, მას არ ჰქონია საოქროსბურთე მუნდიალი.
პსჟ აქამდე თავს იკავებდა ოქროს ბურთის კამპანიაზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ – ვისზე აეწყოთ მხარდასაჭერი სცენარი – ხვიჩა კვარაცხელიაზე თუ უსმან დემბელეზე. ჩემი აზრით, საფრანგეთის წარუმატებლობის გამო, ახლა ევროპის ჩემპიონების კამპანია ქართველის მხარდასაჭერად ჩაირთვება, როგორც 2025/26 წლის სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.
და აქ უნდა ვიყოთ ჩვენც! თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში კვარასთვის მნიშვნელოვანი იქნება. უცხოური ნებისმიერი დიდი გამოცემის პოსტი, რომელიც ხვიჩაზე თუ ოქროს ბურთზე იქნება, კომენტარებში აუცილებლად ბევრი უნდა ვიყოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი – 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑! 
კვარას ჰქონდა საოცარი ევროპული სეზონი, ყველა დიდ მატჩში გადამწყვეტი იყო, ჩამოიკიდა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მედალი და ოფიციალური აღიარებაც მიიღო – ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!
ალბათ ვფიქრობდით, რა ცუდია, რომ მუნდიალის წელი მოუწია… თუმცა დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა იმედები განაახლა!
ხვიჩა კვარაცხელია 26 ოქტომბერს ლონდონში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამარჯვებულის სტატუსით უნდა ვიხილოთ! ამ ბრძოლაში თითოეული გადამწყვეტი ვიქნებით, თუ როგორ ვიაქტიურებთ.
იწყება თამაში და ჩვენ აქ ვართ!-წერს Geo Team

