ეს კერძი ძალიან დიეტურია და განსაკუთრებულად სასარგებლო სხვადასხვა დაავადების დროს.
დაგჭირდებათ:
წითელი ოსპი – 150 გრ
სტაფილო – 4 ცალი
ნიახური – 1 კონა
ხახვი – 1 თავი
ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი – 1,2 ლ
ზეთი, მარილი
მომზადება:
ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჯერ ხახვი მოხრაკეთ ტაფაზე, მერე დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. გარეცხილი და ცოტა ხნით დამბალი ოსპი დაუმატეთ და ცოტა ხანს, დაახლოებით 2 წუთს შუშეთ, თან ურიეთ.
ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონი მანამდე უნდა გქონდეთ მოხარშული. ჩვეულებრივი – კარტოფილით, სტაფილოთი, ბულგარულით, ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლით და მისი მხოლოდ წვენი გამოიყენოთ).
დაუმატეთ წამოდუღებულ წვენში ან წყალში, უკვე მოხრაკული ბოსტნეული და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ოსპი მოიხარშება, დაიმატეთ სუნელები და მარილი. შემდეგ ბლენდერით გათქვიფეთ და პიურედ აქციეთ.