ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026

ოსპის სუპ-პიურე

ეს კერძი ძალიან დიეტურია და განსაკუთრებულად სასარგებლო სხვადასხვა დაავადების დროს. 
დაგჭირდებათ:
წითელი ოსპი – 150 გრ
სტაფილო – 4 ცალი
ნიახური – 1 კონა
ხახვი – 1 თავი
ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი – 1,2 ლ
ზეთი, მარილი

მომზადება:
ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაჭერით. ჯერ ხახვი მოხრაკეთ ტაფაზე, მერე დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. გარეცხილი და ცოტა ხნით დამბალი ოსპი დაუმატეთ და ცოტა ხანს, დაახლოებით 2 წუთს შუშეთ, თან ურიეთ.
ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონი მანამდე უნდა გქონდეთ მოხარშული. ჩვეულებრივი – კარტოფილით, სტაფილოთი, ბულგარულით, ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლით და მისი მხოლოდ წვენი გამოიყენოთ).
დაუმატეთ წამოდუღებულ წვენში ან წყალში, უკვე მოხრაკული ბოსტნეული და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ოსპი მოიხარშება, დაიმატეთ სუნელები და მარილი. შემდეგ ბლენდერით გათქვიფეთ და პიურედ აქციეთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი-ნანგრევებში 3 წლის თაიას დას ეძებენ

ფონიჭალაში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველები ბავშვს, სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დას ეძებენ. 7 წლის ნუცა ნანგრევებში დედასთან ერთად მოყვა.ახალგაზრდა ქალის, ნინო ჭელიძის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოასვენეს.ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი.

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობადამაკმაყოფილებელია.ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია.„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსულია სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობაც შედარებით დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა“, – განაცხადა ექიმმა.დღეს, დილით ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ორი – გარდაცვლილი, ხოლო ოთხი პირის მიმართ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თეიმურაზ მღებრიშვილი – ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული – ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს

3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის. 3 ადამიანს კვლავ ვეძებთ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა.თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის ბავშვის დედა. მისივე თქმით, 3 წლის თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია.„ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული... ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.ბავშვის ამოყვანას ტაშით შეხვდა ადგილზე მყოფი საზოგადოება. ბავშვი, მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა.მისივე თქმით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები."გამოძიება არის დაწყებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. ადამიანების ბედის შესახებ ეტაპობრივად გახდება ჩვენთვის ცნობილი.პარალელურად, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, სამაშველო სამსახურთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად წარმოუდგენელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.ადგილზეა საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურა, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ყველა ინფორმაციის მოძიება, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ბოლო სიახლეები