ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა 14 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გახსნის საარჩევნო ოლქებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 14 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედიაზე დაყრდნობით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ცხინვალის რეგიონში გახსნილ 13 დეფაქტო საარჩევნო უბანზე რუსეთის ფედერაციის პასპორტით მოსარგებლე მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო რუსეთის სამხედრო ბაზებშიც.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, მოგვიანებით კი მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისა და შეფასებისკენ მოუწოდა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი) რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,84 % უკვე დაამუშავა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 67% იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა.ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ასევე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი.როგორც ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას სოციალურ ქსელში დაწერა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისადმი მისი პირველი თხოვნა ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთის „გახსნა” იქნება.„მე ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, რომ „გახსნას“ ჩინეთი, რათა ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოყენება და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებაში. არასდროს მინახავს და არც მსმენია რაიმე იდეა, რომელიც უფრო სასარგებლო იქნებოდა ჩვენი წარმოუდგენელი ქვეყნებისთვის!” – წერს ტრამპი.

ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.მიუნხენში ევროპის ჩემპიონატი 11 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. ქართველი პარატაეკვონდოისტები მედლების მოპოვებას მომდევნო დღეებშიც შეეცდებიან.

რას იხსენებს დედა პარასკევა უწმინდეს შიოს შესახებ

დედა პარასკევა იხსენებს:როდესაც უწმინდესი შიო, შიო მღვიმეში მოღვაწეობდა, მცხეთაში რომ ჩამოდიოდა, მოდიოდა ხოლმე წმინდა მამა გაბრიელთან კურთხევის ასაღებად. ბოლო შეხვედრის დროს როდესაც იგი მოვიდა მამა გაბრიელთან კელიაში დასალოცად, მამა გაბრიელმა დალოცა და უთხრა რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდა და დედა პარასკევას მიმართა, რომ კედლიდან ჩამოეღო საიდუმლო სერობის ხატი და მიეცა შიოსთვის. უწმინდესმა შიომ შემკრთალმა შეხედა ჯერ ხატს შემდეგ მამა გაბრიელს და კურთხევა აიღო და წავიდა. რამოდენიმე დღეში მამა გაბრიელი გარდაიცვალა. მამა გაბრიელი ღვთის განგებით მოქმედებდა ყოველთვის და ღვთის განგების გარეშე არასდროს არაფერს იქმოდა.

სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს.როგორც დავით გურგენიძე თავის მილოცვაში აღნიშნავს, 12 მაისი სიმბოლურად აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ინტრონიზაციას. რექტორი ერის სულიერ ცხოვრებაში ეკლესიის როლზე საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესია საქართველოში ისტორიულად იყო განათლების, კულტურისა და ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.„დღეს ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეა. დღეს იმედის დღეა - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ქვეყნის წილხვდომილობის რწმენა წარმოადგენს სულიერების იმ ერთ-ერთ საფუძველს, რომელზეც შენდებოდა, შენდება და აშენდება ჩვენი ეროვნული იდენტობა.12 მაისს საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა - სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დიდებულ დღეს დაემთხვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის აღსაყდრება. ერთ დღეში გაერთიანებული ეს სამი უდიდესი თარიღი - სულიერი საწყისი, ღვთაებრივი მფარველობა და ეკლესიის ახალი მწყემსთმთავრის არჩევა არის საძირკველი, რომელიც გვავალდებულებს, მეტი ენერგიით ვემსახუროთ სამშობლოს, სარწმუნოებას, განათლებასა და მეცნიერებას.დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივ ღვაწლს, ვადიდებთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას და აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციას, კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს ისტორიულ წარსულთან და მომავალთან, რომლის ფორმირებაც ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.ჩვენ ვართ იმ პროცესის ნაწილი, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავალში გრძელდება. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, თუნდაც უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, გარკვეულ კვალს ტოვებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მიმართულებით განვითარდება მომავალი. შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი იყოს გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე, რომ არ დავკარგოთ იმის შეგრძნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგამთ და რომ ეს ნაბიჯები მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს ჩვენი სამშობლოსთვის“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს – თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია გარეგინ II-ის წერილში.ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

ბოლო სიახლეები