საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორის 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ინფორმაციას ვებგვერდი cominf.org ავრცელებს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ლენინგორში 22 თებერვალს (ახალგორი) დღისით დააკავეს.
ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია იზოლატორის ოფიცრებს, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაგორდა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სუთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი საათის შემდეგ ის გადაიცვალა.
განცახდებაში წერია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი, სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.