ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ნინო წილოსანი: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და უამრავი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის მიღმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებსაც მოვისმენთ, ზოგჯერ ხმამაღალს, ძალიან კრიტიკულს, შეიძლება აბსურდულსაც კი, მაგრამ ყველა ამ განცხადების პარალელურად დგას რეალობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორგვარი, – ამის შესახებ ნინო, უმრავლესობის წევრმა, წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთმნიშვნელოვანია რეალობა, რომ საქართველო წარმატებული და ეფექტური იყო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ამას აღიარებს მსოფლიო, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების დიდი პასუხისმგებლობისა და იმ პროფესიონალების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ამ შედეგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელია ის, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მოტივირებული იყო ადამიანზე ზრუნვით.

სახელმწიფომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის კომუნალური გადასახადების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო. როდესაც აგროპროგრამა შეიმუშავა 300 მილიონიანი დახმარებით, რომლითაც 200 000-მა ფერმერმა ისარგებლა. 120 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება და 25 ადამიანის მოლოდინების გადაზღვევა იყო მოტივაცია, როცა სამშენებლო სექტორის სუბსიდირება განახორციელა. ქონების, საშემოსავლო გადასახადის, ავტოგანბაჟების გადავადება, კრედიტებზე საშეღავათო პერიოდი მიმართული იყო ადამიანზე ზრუნვისკენ. ამ პროგრამებით ისარგებლა 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ.

ადამიანზე ზრუნვა იყო განმაპირობებელი ასევე, როცა ხელისუფლებამ დააანონსა ონკოდაავადებულთა სრული დაფინანსება. რა თქმა უნდა, იგივე იყო მოტივაცია, როდესაც პანდემიის მძიმე შედეგების მინიმალიზაცია გვინდოდა 17 წლამდე ბავშვების 200 ლარიანი დახმარებით, რომელმაც ასევე პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში წარმომადგენლის მხრიდან. მან განაცხადა, რომ ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო. პენსიების განახლებული მოდელი, სტუდენტებისთვის დახმარება, ტურიზმის სექტორის დახმარება და სხვა პროგრამები იყო მოტივაცია იმის, რომ ჩვენ ეს პანდემია დროულად და ეფექტურად გვემართა და, რაც მთავარია, ყველა ამ პროექტის მიზანი იყო ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა. მაშინ, როდესაც შეიძლებოდა შედეგები დრამატული ყოფილიყო, ჩვენ შევძელით და ის პოზიტივად, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციეთ, საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული ქვეყანა, მწვანე ზონა და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის საწყისი. ჩვენ მიერ არჩეული ამ სწორი გზის შეცვლას ვერ შეძლებს ყიჟინი საზღვრების სრულ გახსნაზე, რაც ალბათ ვიღაცას აწყობს, სიცრუე და ტყუილი განცხადებები, ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების ცუდი ინტერპრეტაციები, რადგან რეალობა არის ერთი და ამ რეალობას ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება. ჩვენ ამ გაკეთებული საქმეებით მივდივართ 2020 წლის არჩევნებზე. ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, აგრო და ეკონომიკური სექტორების დახმარება, ჩვენი სოფლებისა და ქალაქების განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომლის საპირწონედაც დგას გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა ოდიოზურმა ლიდერმა 8 წლის თავზე მოიხადა ბოდიში და ისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ აგრესიაში გვაცხოვრებდა და ქვეყანა დემოკრატიის რეგრესული გზით მიჰყავდა. სწორედ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება გაგრძელდება, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისი მუდმივი კონტროლი იქნება მომავალშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სამუშაო პრიორიტეტი. ქვეყნის მართვაში ჩვენ დელეგირება გადმოგვცა მოსახლეობამ და დიდი იმედი მაქვს , რომ იგივე დელეგირებას გადმოგვცემს 2020 წლის არჩევნებში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.​

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში  მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კლეფედრონი” აღმოაჩინეს. უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში,  ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა.წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.„დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ბოლო სიახლეები